"პირადი ემოციების საჯაროდ გამოხატვა არ მიყვარს, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა..." - ანი მიროტაძის ემოციური პოსტი შვილის გაჩენის შემდეგ

"პირადი ემოციების საჯაროდ გამოხატვა არ მიყვარს, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა..." - ანი მიროტაძის ემოციური პოსტი შვილის გაჩენის შემდეგ

ყოფილი დეპურტატი ანი მიროტაძე რამდენიმე დღის წინ დედა გახდა. მას და დავით შეყილაძეს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც გიორგი დაარქვეს. შვილის დაბადებით გამოწვეულ ემოციებს მიროტაძე მეგობრებს სოციალური ქსელით უზიარებს.

"პირადი ემოციების საჯაროდ გამოხატვა არც გამომდის და არც მიყვარს, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც მადლიერების გრძნობა იმდენად დიდია, რომ ყველა ემოციას ფარავს. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეან-გინეკოლოგს, ბატონ ვახტანგ ბარკალაიას, რომელიც ერთერთი უმაგრესი და თავის საქმის სუპერ პროფესიონალი ექიმია: დიდი მადლობა ქალბატონ ია შანიძეს; განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით დავარაშვილს, ქალბატონ მანანა შალუტაშვილს და კლინიკის მთელ კოლექტივს, რომლებმაც უზრუნველყვეს ჩემი შვილის ბედნიერი მოვლინება ამ ქვეყანაზე.

მადლიერების გრძნობასთან ერთად მაქვს უზარმაზარი სიამაყის განცდა, რომ ამ კლინიკაში სუპერ პროფესიონალების გუნდი მთელი მონდომებით და უზარმაზარი პასუხისმგებლობით ზრუნავს ახალი სიცოცხლისათვის.

უზარმაზარი, განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ სოფიკო მინდიაშვილს, რომელმაც პირველივე დღიდან იზრუნა ჩემი და ჩემი შვილის ჯანმრთელობაზე და ახალი სიცოცხლის დაბადებაზე.

და ბოლოს, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემი და ჩემი ოჯახის სიხარული გაიზიარა და უსაზღვრო გახადა ის ბედნიერება, რომელიც შვილის დაბადებას ახლავს თან!" - წერს ანი მიროტაძე "ფეისბუქზე".

მიროტაძე მიმდინარე წლის იანვარში დაოჯახდა. მისი მეუღლე დავით შეყილაძე მოყვარული ფეხბურთელია. ის საფეხბურთო კლუბ "GM-ჭიათურას" წევრია და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს