"შენი სახელია სიცარიელე" - ირაკლი კაკაბაძე ყოფილი მეუღლის, ანა დოლიძის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას პასუხობს

"შენი სახელია სიცარიელე" - ირაკლი კაკაბაძე ყოფილი მეუღლის, ანა დოლიძის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას პასუხობს

უფლებადამცველი და მწერალი, ანა დოლიძის ყოფილი მეუღლე, ირაკლი კაკაბაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"დიდი ხანი ხმას არ ვიღებდი ამ კარიერისტის შესახებ. ახლა ამას ვიტყვი მოკლედ:

ლევან, შენ თუ გგონია რომ შენ და შენნაირები სიცარიელეზე მეტნი არიან რამით, ძალიან ცდები. საუბედუროდ, და მე ამაზე ძალიან მწყდება გული, შენ და სხვა მეოცნებე კარიერისტები, სრულ სიცარიელეს წარმოადგენთ, რადგან საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ და ბანდიტი კახა კალაძის და მისნაირებს სრულიად უტვინო 'მესიჯ ბოქსებს' იმეორებთ. თქვენი ეგრეთწოდებული 'სპიკერი' ვფიქრობ რომ სერიოზულად კლინიკური შემთხვევაა. ქალს რომ 'ბატონ გიორგის' უწოდებს იმისთვისაც უნდა იყოს მზად რომ ვინმემ 'ქალბატონი შორენა' უწოდოს. პარლამენტის სპიკერი, 'ქალბატონი შორენა' კობახიძე ძალიან სამწუხარო შემთხვევაა ქართულ პოლიტიკაში. მე მის მშობლებს კი ვიცნობ და პატივს ვცემ - და აშკარად ვერ ვცნობ მასში მათს შვილს. ამის მაგივრად მე ვხედავ მხოლოდ ძალაუფლებას მოწყურებულ ზომბს, რომელსაც არანაირად არ ადარდებს ასეულობით ათასობით უკიდურესად ცუდ დღეში ჩავარდნილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქე და რომელიც მხოლოდ საკუთარი კარიერის უშნოდ გაკეთებაზე ზრუნავს. ნუ გგონიათ, რომ ხელისუფლებაში მუდმივად ხართ - და არც ხალხის უმრავლესობას არ აურჩევიხართ. მე მაგალითად, არც თქვენთვის და არც თქვენი წინამორბედებისთვის ხმა არ მომიცია. და ამ ადგილობრივ არჩევნებზე ყველა სინდისიერი ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით იომებს თქვენი ყაჩაღი და საქართველოს დამაქცევარი კანდიდატის წინააღმდეგ. ჩემო ლევან, შენ სამწუხაროდ ვერაფრით შეავსებ სიცარიელეს - იმიტომ რომ შენი სახელია სიცარიელე. მე ეს არ მიხარია - მაგრამ შენს უგვანო კარიერიზმს რომ ვუყურებ - ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. იმედია ჭკუას ისწავლი მალე რომ თავი გადაირჩინო", - წერს კაკაბაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივანთან, ანა დოლიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმრავლესობას სურვილი არ აქვს, პრეზიდენტთან მისი საშუალებით ითანამშრომლოს.

გოგიჩაიშვილის მოსაზრებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ.

"მათ უფლებამოსილებასა და მათ საქციელს შორის ზღვარი უკვე წაშლილია. დოლიძის განცხადება შეურაცხყოფაა არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, არამედ ინსტიტუტის მიმართ. ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ თანამშრომლობის რესურსს კიდევ უფრო ამცირებს. ამიტომ, პრეზიდენტს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევს, რადგან ამ საპარლამენტო მდივნის ყოფნის პერიოდში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საუბრის რესურს ვერ ვხედავ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმრავლესობას სურვილი არ აქვს, პრეზიდენტთან ამ წარმომადგენელის საშუალებით ითანამშრომლოს", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტარი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტიც ამ სიტუაციას იყენებს და თავის თანამშრომლებსაც უხერხულ სიტუაციაში აყენებს.

გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო საქმიანობის ფორმატში, უმრავლესობამ ანა დოლიძის მიმართ პროტესტი გამოხატოს და მის საპარლამენტო გამოსვლებს არ დაესწროს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე კენჭისყრამდე, პარლამენტის თავმჯდომარესთან შელაპარაკების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ირაკლი კობახიძეს უზრდელი უწოდა.

წაიკითხეთ ასევე: ანა დოლიძე - პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ეს არის ქართული პოლიტიკის "შარიკოვი"

ირაკლი კობახიძე - პოლიტიკური განცხადება კი არ გააკეთა ანა დოლიძემ, მან შეურაცხყოფა მიაყენაა პარლამენტის თავმჯდომარეს

"მათთვის არაფერი დაუნგრევიათ.... ამ ბავშვის ძმა ჩვენი მოსწავლეა" - რა ვიცით მამა-შვილზე, რომელთა ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა

"რეალურად, ეგ მიწა ჩვენია... ბევრი ვიწვალეთ მის დასაბრუნებლად, მაგრამ ამაოდ" - რას წერს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ტერიტორიაზე, სადაც დემონტაჟი დაიწყო

"ჩემი ნატალია და ზაქარიას ნათლია ჩვენი უწმინდესი და უნეტარესია" - ნინო სურგულაძემ ტყუპი ქალ-ვაჟი მონათლა