ცნობილი კარიკატურისტის გამოსამშვიდობებელი წერილი ფეისბუქზე - ბესიკ დუღაშვილს ეძებენ

ცნობილი კარიკატურისტის გამოსამშვიდობებელი წერილი ფეისბუქზე - ბესიკ დუღაშვილს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილ ქართველ კარიკატურისტს ბესიკ დუღაშვილს ახლობლები ეძებენ. მან რამდენიმე საათის წინ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, რომელშიც მეგობრებს და ახლობლებს შენდობას სთხოვს:

"როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით "ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!", როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები:-"იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი"... როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავისი ფუნდამენტიანად არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ ქვეშ გიყოლიებს, გსრესს...

არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა... არა... არა... და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს...

მე გავდივარ... გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!

გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან...

სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში...

მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება... შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა... მშვიდი სიბერე...

დე მე ვიყო ბოლო...

შემინდეთ... და მომიხსენიეთ ლოცვებში

წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი"

პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში მეგობრები და ახლობლები წერენ, რომ დუღაშვილს მობილური ტელეფონი თან არ წაუღია, თავად არც სახლშია, არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი და დაახლოებით 6 საათია ეძებენ მას. ამასთან, ძებნის ღონისძიებები დაიწყეს სამართალდამცველებმაც, შსს-ს ინფორმაციით კარიკატურისტს ინტენსიურად ეძებენ.

ბესიკ დუღაშვილის და წერს, რომ დაკარგული ჯერ არ უპოვიათ და სთხოვს ყველას, ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს მის შესახებ, დარეკოს ნომერზე: 5 99 542 544

დუღაშვილი პოლიტიკოსების ცნობილი კარიკატურების ავტორია. ის აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასთან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს