აშშ-ში დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს ვაჟი შეეძინა

აშშ-ში დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს ვაჟი შეეძინა

თითქმის სამი თვეა, რაც ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების ციხეშია. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულ მოკრივეს ვაჟი შეეძინა. ბიჭუნა, რომელსაც სახელად ტარიელი დაარქვეს, ნიუ იორკში დაიბადა. აღნიშნულ ინფორმაციას და ახალშობილის ფოტოებს "ფეისბუქის" გვერდზე მოკრივე მერაბ დვალიშვილი ავრცელებს:

"დაიბადა ტარიელ ხურციძე, ავთანდილ ხურციძის შვილი. ვულოცავ ავთოს და მის ოჯახს პატარა ვაჟკაცის დაბადებას" - წერს დვალიშვილი.

ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში დააკავეს. მასთან ერთად აიყვანეს 15-მდე ქართველი, რომელთაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. ხურციძესთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგულავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს