15:29 / 01-08-2017
რას წერს აშშ-ს მეორე ლედი ნათია ფანჯიკიძის შესახებ "ტვიტერზე"
საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე კარენ პენსი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, სადაც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარას" პაციენტებსა და თერაპევტებს შეხვდა. აშშ-ს მეორე ლედი პაციენტებს გაესაუბრა და მათი ნამუშევრები დაათვალიერა.

ამ შეხვედრის შესახებ კარენ პენსი ტვიტერის პირად გვერდზეც წერს:

"საინტერესო შეხვედრა შედგა თბილისში პაციენტ ხელოვანებთან, რომლებმაც ისაუბრეს საკუთარ ნამუშევრებზე და იმაზე, თუ როგორ იმოქმედა არტ თერაპიამ მათ ცხოვრებაზე. წამყვანი არტ თერაპისტი ნათია ფანჯიკიძე დიდებულ საქმეს აკეთებს საქართველოში ამ მიმართულებით. ძალიან ვისიამოვნე ჩვენი საუბრით", -
წერს კარენ პენსი "ტვიტერში" და შეხვედრის ფოტოებსაც აქვეყნებს.





ამერიკის შეერთებული შტატების მეორე ლედის რანგში, კარენ პენსის ინიციატივა არტ თერაპიის მხარდაჭერაა. კარენ პენსი ათწლეულზე მეტია მხარს უჭერს არტ თერაპიის დამკვიდრებასა და განვითარებას მთელს მსოფლიოში, ნახულობს არტ თერაპიის ცენტრებს და ხვდება არტ თერაპიის ექსპერტებს. მისი მიზანია დაეხმაროს ადამიანებს შეიტყონ, რომ არტ თერაპია შესაძლებელია გამოიყენონ სხვადასხვა სიტუაციებში, ცხოვრებისეული განცდებისა და დაავადებების სამკურნალოდ. კარენ პენსის მიზანია წაახალისოს უფრო მეტი ახალგაზრდა, აირჩიონ ეს პროფესია.



ასევე იხილეთ: გიორგი კირიკაშვილი და მაიკ პენსი მეუღლეებით - ფოტოები ოფიციალური ვახშმიდან
04:13 / 16-08-2017
ნინი
0
ნაცსეკტავ,განათლებაზე ტკვენ როგორ ლაპარაკობტ,ტკვენი გურუს შემხედვარე.2 წიგნი არ ეკნება ერთად წაკიტხული.ეხლაც ყურში მესმის რუსტაველის 'უბადლო' ცოდნა-მაღალი ,უხვი, დაბალი.ახლახანს მაჩუკეს ახალი აღკმა,კიდევ გავაგრძელო?ზუსტად ასეტივე განატლების პატრონები ხარტ ნაცხროვა.
10:01 / 15-08-2017
ogondaaac raaaaaaaaaa თმებს მიხედე ნათია
1
თმები დაილაგე სტილი შეცვალე
მსგავსი სიახლეები
"ვინც მკვლელობას შეესწრო, ყველა იმ ბავშვის დედა და მამა შვილებს მხარში უნდა დაუდგეს"
ფოტოებზე პატარა თინათინი ოჯახის წევრებთან, მათ შორის ბაბუასთან ერთადაა ასახული
"დედას ჯანმრთელობის პრობლემის გამო თვითონ არ შეეძლო პენსიის აღება"
"პირველად მივეცი თავს უფლება ასაკოვან ადამიანებზე, რომელთაც მრავალი წელი მეტნაკლებად ვიცნობდი, ეს სიტყვები მეთქვა"
"ზედ­მე­ტი თუ შე­მო­გეჭ­მე­ბათ, არ უნ­და ინერ­ვი­უ­ლოთ"
"ალბათ იფიქრა... ალასანიას მამასთან ერთად რადგან მოკვდა, ივანიშვილს ვაამებ, თუ გავანთავისუფლებო"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:45 / 12-12-2017  Image ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე გარდაცვლილი იპოვეს
თინა ქარსელაძე 35 წლის იყო
22:57 / 12-12-2017  Image გიორგი გაჩეჩილაძე - შეცდომა იყო, თავის დროზე რომ ვთქვი, გიორგი კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია-თქო
+VIDEO გაჩეჩილაძემ ისაუბრა საქართველოში ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
22:02 / 12-12-2017  Image დევნილებს საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს - "დაცინვაა ჩვენი... სახლში რომ ვყოფილიყავი, არ ავიღებდი"
"შეღავათი ის არის, რომ ბულგარული წიწაკა მოგვიტანეს"
14:46 / 12-12-2017  Image "დაემუქრნენ: თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო..." - რა მოხდა იაშვილის კლინიკაში?
როგორ დაუანგარიშა იაშვილის კლინიკამ 16 წლის მოზარდს 3-დღიან სამედიცინო მომსახურებაში 1785 ლარი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49