რას წერს აშშ-ს მეორე ლედი ნათია ფანჯიკიძის შესახებ "ტვიტერზე"

რას წერს აშშ-ს მეორე ლედი ნათია ფანჯიკიძის შესახებ "ტვიტერზე"

საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე კარენ პენსი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, სადაც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარას" პაციენტებსა და თერაპევტებს შეხვდა. აშშ-ს მეორე ლედი პაციენტებს გაესაუბრა და მათი ნამუშევრები დაათვალიერა.

ამ შეხვედრის შესახებ კარენ პენსი ტვიტერის პირად გვერდზეც წერს:

"საინტერესო შეხვედრა შედგა თბილისში პაციენტ ხელოვანებთან, რომლებმაც ისაუბრეს საკუთარ ნამუშევრებზე და იმაზე, თუ როგორ იმოქმედა არტ თერაპიამ მათ ცხოვრებაზე. წამყვანი არტ თერაპისტი ნათია ფანჯიკიძე დიდებულ საქმეს აკეთებს საქართველოში ამ მიმართულებით. ძალიან ვისიამოვნე ჩვენი საუბრით", - წერს კარენ პენსი "ტვიტერში" და შეხვედრის ფოტოებსაც აქვეყნებს.

ამერიკის შეერთებული შტატების მეორე ლედის რანგში, კარენ პენსის ინიციატივა არტ თერაპიის მხარდაჭერაა. კარენ პენსი ათწლეულზე მეტია მხარს უჭერს არტ თერაპიის დამკვიდრებასა და განვითარებას მთელს მსოფლიოში, ნახულობს არტ თერაპიის ცენტრებს და ხვდება არტ თერაპიის ექსპერტებს. მისი მიზანია დაეხმაროს ადამიანებს შეიტყონ, რომ არტ თერაპია შესაძლებელია გამოიყენონ სხვადასხვა სიტუაციებში, ცხოვრებისეული განცდებისა და დაავადებების სამკურნალოდ. კარენ პენსის მიზანია წაახალისოს უფრო მეტი ახალგაზრდა, აირჩიონ ეს პროფესია.

ასევე იხილეთ: გიორგი კირიკაშვილი და მაიკ პენსი მეუღლეებით - ფოტოები ოფიციალური ვახშმიდან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს