17:57 / 10-08-2017
გიორგი სიგუა GEM fest-ის ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდა - "... ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი"
GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფესტივალის ფინანსურ კრიზისზე ალაპარაკდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სიგუა მიმართვას "ფეისბუქზე" ავრცელებს. როგორც ცნობილია, იგი  ამ ეტაპზე უცხოეთში იმყოფება. როდის დაბრუნდება სიგუა საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია.

"არ გამოვა რომ არ ვთქვა. ისე როგორც ბევრს აქვს ჩვენს წინაში ფინანსური ვალდებულებები , ასევე ჩვენც გაგვაჩნია იგივე, სხვების მიმართ. არ გამოდგა ფინასნურად წარმატებული ერთთვიანი ფესტივალი და ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი. ყველა სიკეთესთან ერთად დაგვემატა მრავალჯერადი ფორსმაჟორი : წვიმიანი, ქარიშხლიანი, სეტყვიან-შტორმიანი და მეხიანიც კი, (მეტეორი არ მოგვხვედრია მხოლოდ ) ივლისი. ფესტივალის გახსნიდან 16 დღის განმავლობაში,სულ სამი-ოთხი დღე იყო მზიანი… შემდეგ ტრაგედია - ადამიანის გარდაცვალება, მოწამვლები და შედეგად,საერთო ნერვული ფონი და ქმედებები…

მოდით პატარა ზედაპირული ფისკალური ანალიზი გავაკეთოთ

კვების და სავაჭრო ობიექტები ვერ გვიხდიან იჯარის ფულს იმიტომ რომ არ აქვთ მუშაობა, ჩვენც არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ბევრ ვალს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უცხოელ პარტნიორებთან… (სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გავასაჯაროოთ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენი ხარჯების და ფინანსური ვალდებულებების, ასევე შემოსავლების შესახებ). ამ წუთასაც ამ უცხოელ პრტნიორებთან ვიმყოფები და ვცდილობ სიტუაციის დარეგულირებას.

იხილეთ ვიდეო

რა არის გამოსავალი? მხოლოდ ერთი, რეალობისთვის თვალის გასწორება და სამომავლო მუშაობის დაგეგმვა. რეალობა კი არის ის რომ მე პირადად და ჩემი გუნდი, არც ერთ ვალდებულებას არ გავურბივართ. ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა ეკონომიკურად გამართლებული ღონისძიებების ჩასატარებლად, საიდანაც სარგებელს მიიღებს ყველა დაწყებული არსებული ვენდორით (მოაიჯარე), რომელმაც წელს ჩვენთან ერთად ირწმუნა, ერთ თვიანი ფესტივალის სარგებლიანობა და ჩვენთან ერთადვე იზარალა ფესტივალის განმავლობაში. კარგად ავწონ-დავწონით და უახლოეს დღეებში, გამოვაცხადებთ თუ სად, რამდენი ხნით და რა ფორმით გაიმართება მომავალი პროექტები. ისე, რომ მაქსიმალურად მომგებიანი იყოს ეს ყველაფერი ფინანსურად როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე იმ
ადამიანებისთვის,კომპანიებისთვის და სტრუქტურებისთვის, რომელთა წინაშეც არსებულ ვალდებულებებს არსად გავურბივართ და გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ბოლო თეთრამდე გადავუხდით ყველა ვალს,ყველა სუბიექტს და ობიექტს, თუ რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგად, გამოწვეული რთული სიტუაციის ფონზე, ხელი არ შეგვეშლება მუშაობაში და მოგვეცემა შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე კომერციულად მომგებიანი და მოკლევადიანი პროექტები განვახორციელოთ, არა სახელმწიფო არამედ, კერძო ინვესტიციით.

ჩვენი პარტნიორების და საზოგადოების მოლოდინები კი, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ვერ გამართლდა საფესტივალო დღეების განმავლობაში, აუცილებლად რეალობად იქცევა, იმ ღონისძიებებზე, რომლის გეგმაზე მუშაობაც უკვე მიდის გუნდის მიერ, თუ რა თქმა უნდა იქნება ნება ყველა მხრიდან,რომ იარსებოს პროექტმა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონემ", - წერს სიგუა.

წაიკითხეთ: GEM FEST-ის დაცარიელებული ტერიტორია ანაკლიაში - რა ხდება ფესტივალზე
13:49 / 15-08-2017
www
1
სიგუებით, ჯეჯელავებით, მღებრიშვილიებით და ასე შემდეგ, რომ გაავსეთ მთავრობა და მხედრობა, რასაც მოიმკით არავის გაუყოთ!
13:17 / 13-08-2017
MMYY
0
ეს მგონი კვაჭი კვაჭანტირაძეა.
მსგავსი სიახლეები
"დილიდან ყველა საინფორმაციო საშუალება მთხოვს გავაკეთო კომენტარი ეკონომიკის მინისტრის
"იმის მიუხედავად, რომ თვითონ გამოძიებას გიორგი სიგუას გამოკითხვისას აღძრული საქმის მუხლის
"მენატრები დეე !!!!!! გვენატრები დედიკუნა...გვენატრები..."
"ფესტივალი ჩატარდა? - ჩატარდა; 8 სცენა იყო? - იყო; 500-მა არტისტმა დაუკრა? - დაუკრა. მსოფლიო ვარსკვლავები იყვნენ? - იყვნენ"
"მიმდინარეობს ფესტივალის ადმინისტრაციის ოფისიდან შესაბამისი დოკუმენტების ამოღებ"
ეკონომიკის სამინისტრო გიორგი ჩოგოვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს
+VIDEO| ვიდეოს ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი კაფის თანამშრომელი ავრცელებს
+VIDEO ნარკოტიკული საშუალება "ლიზერგიდის" შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი "მეტადონი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:23 / 20-10-2017  Image 2018 წლიდან გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის რეგულაციები გამკაცრდება
საქართველოში დაახლოებით 200-250 ათასი ასეთი ავტომობილია
11:38 / 20-10-2017  Image ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქართველი ქალიც გახდა
"ქანდაკებასავით გავშეშდი, ცნობილი პროდიუსერი, რომელთანაც კულტურაზე სასაუბროდ მივედი, ხალათით დამხვდა"
21:25 / 19-10-2017  Image ინციდენტი ლიკა ქავჟარაძის ნახატების გამოფენაზე - თაყვანისმცემელმა მსახიობის პორტრეტი გაიტაცა
+PHOTO "არტ გალერეა ვაკეში" ლიკა ქავჟარაძის გამოფენა გაიმართა
10:50 / 20-10-2017  Image თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან
კანდელაში უამრავი ცარიელი, თეთრი სახლია, პანორამული ტერასებით, ორნამენტებიანი აივნებით, რომლებიც ახალ მცხოვრებლებს ელოდებიან
14:49 / 20-10-2017  Image თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს საჯაროდ მიმართავს: "სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო, მან ბევრი დრო დაკარგა..."
"ნუთუ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ხედვა გაგვაჩნდეს, ჩვენი აზრი?!"
პოპულარული კომენტარები
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49