რა სურპრიზი დახვდა ამერიკის ელჩს უფლისციხის ერთ-ერთ რესტორანში

რა სურპრიზი დახვდა ამერიკის ელჩს უფლისციხის ერთ-ერთ რესტორანში

საქართველოში ამერიკის საელჩოს ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" ყოფილი მსჯავრდებულისა  და ამერიკის ელჩის, იან კელის ფოტო ვრცელდება, რომელსაც ემოციური ისტორია აქვს:

"გუშინ ელჩ კელის უფლისციხის ერთ-ერთ რესტორანში საოცარი სიურპრიზი დახვდა. სადილისას ელჩს შეფ-მზარეული ირაკლი მირუაშვილი გაეცნო: "ბატონო ელჩო, რაღაც მინდა გითხრათ. სულ რაღაც ექვსი დღეა, რაც ციხე დავტოვე. ამერიკის საელჩოს ჰქონდა ექვსთვიანი პროგრამა მსჯავრდებულთათვის, სადაც ცნობილი შეფ-მზარეული მანუელი კულინარიას გვასწავლიდა. ის, რომ მე აქ ვმუშაობ თქვენი დამსახურებაა. ამ პროექტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და მინდა ამისათვის მადლობა გადაგიხადოთ."

ირაკლის ისტორიამ უზომოდ გაგვახარა და მასთან ერთად ამ პროექტის თითოეულ მონაწილეს წარმატებას ვუსურვებთ!", - აღნიშნულია ფოტოს აღწერაში.

2017 წლის თებერვალში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა განხორციელდა, რომლის ფარგლებში, 19 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას დაეუფლა.

კულინარიის ექვსთვიანი კურსი ამერიკის საელჩოსა და აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, პროფესიულმა კოლეჯმა "იკაროსი" განახორციელა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს