"ყველა მძღოლის საყურადღებოდ, ვისაც საჭე აქვს გადატანილი!!!" - ოთო ნემსაძე საკუთარმა მანქანამ "მოწამლა"

"ყველა მძღოლის საყურადღებოდ, ვისაც საჭე აქვს გადატანილი!!!" - ოთო ნემსაძე საკუთარმა მანქანამ "მოწამლა"

მომღერალი ოთო ნემსაძე თავს გადახდენილ უჩვეულო ამბავს ყვება, რომელიც მის იაპონურ მანქანას უკავშირდება. მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს წერს და იმ მძღოლებს მიმართავს, რომელთაც მანქანაზე საჭე აქვთ გადატანილი:

"პირველ რიგში კარგად ვარ!!! არ შეგეშინდეთ! მოკლედ, ყველა იაპონური მანქანის მძღოლის საყურადღებოდ, ვისაც საჭე აქვს გადატანილი!!! რამდენიმე დღის წინ მივდიოდი შეკვეთილში და სამტრედიაში გავხდი ძალიან ცუდად, საჭე ძლივს დავიმორჩილე. სამტრედიის რეანიმაციაში მიმიყვანა სასწრაფომ და იქ მითხრეს, არაფერია ალბათ უბრალოდ გადაღლილობა და ნერვული სტრესიო (ოქროს ექიმები არიან). იმის მერე ერთი კვირა გავიდა და ვერც საჭესთან ვჯდებოდი დიდი ხნით და ვერც ქუჩაში ვჩერდებოდი, მეგონა უკვე შიზოფრენია დამეწყო - უჰაერობა, გულის ტკივილი, თავბრუსხვევა და ა შ.

გუშინ მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი იაპონური მანქანა მწამლავდა CO-თი და რომ არ მივმხვდარიყავი, სადღაც აუცილებლად გამიკეთებდა ხარაკირს. მაყუჩის ბადე იყო გახეული და ნამწვი შემოქონდა ზუსტად ჩემს ფეხებში. ასე რომ, როცა მანქანის საჭეს გადაიტანთ, კარგად დააკვირდით წინიდან რამე ხვრელები არ დაუტოვონ" - წერს ოთო ნემსაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს