პატარა კოცონიდან დაწყებული ხანძარი, რომელსაც ბორჯომში მესამე დღეა აქრობენ - ვრცელდება ხანძრის პირველი კერის ფოტოები

პატარა კოცონიდან დაწყებული ხანძარი, რომელსაც ბორჯომში მესამე დღეა აქრობენ - ვრცელდება ხანძრის პირველი კერის ფოტოები

ფეისბუქზე ვრცელდება ფოტოები, რომელზეც სავარაუდოდ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის პირველი კერებია ასახული. ფოტოს "ფეისბუქის" გვერდი "სოფელი დაბა" ავრცელებს და ის სოციალურ ქსელში 20 აგვისტოს, 14:52 საათზეა ატვირთული. ფოტოს კომენტარში ვკითხულობთ:

"SOS! სოფ. დაბაში ცეცხლის კერა გაჩნდა. საჭიროებს დროულ ლიკვიდირებას, ქარი ხელს უწყობს ცეცხლს მოედოს დანარჩენ ტერიტორიას!

საჭიროებს ვერტფრენის დახმარებას!" - ვკითხულობთ პოსტში, რომელიც როგორც აღვნიშნეთ 20 აგვისტოს არის ატვირთული ფეისბუქზე.

როგორც გვერდის ადმინისტრატორი კომენტარში წერს, მოსახლეობა ადგილამდე ვერ მივიდოდა ცეცხლის ჩასაქრობად, რადგან "ეს პატარა კოცონი სოფლიდან 4 კილომეტრითაა მოშორებული და სამანქანო გზა არ არის მთაში. 40 წუთი დასჭირდა მოსახლეობას მანდ მისასვლელად, 40 წუთში ქარის შედეგად უკვე ნახევარი ქედი იწვოდა. ვერაფერი მოხერხდა შიშველი ხელებით" - ვკითხულობთ გვერდზე "სოფელი დაბა".

შეგახსენებთ, ხანძარი ბორჯომის ხეობაში მდებარე სოფელ დაბაში 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. პირველი მონაცემებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული, დღეის მდგომარეობით კი ცეცხლი დაახლოებით 12 ჰექტარზეა გავრცელებული.

ხანძრის ლოკალიზებას ამ ეტაპზე მეტეოროლოგიური პირობები ართულებს - ძლიერდება ქარი და ამასთან, ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.

გაიჭრა 3-კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე რჩება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს