დღის ფოტო ქობულეთიდან: მოქალაქეების ცოცხალი ჯაჭვი მამაკაცის გადასარჩენად

დღის ფოტო ქობულეთიდან: მოქალაქეების ცოცხალი ჯაჭვი მამაკაცის გადასარჩენად

ბათუმის მცხოვრები გიორგი სირაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამაღელვებელ ფოტოს ავრცელებს. მასზე ასახულია, ქობულეთში დამსვენებლების მიერ გაკეთებული ცოცხალი ჯაჭვი, რომლითაც ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩენას ცდილობენ. როგორც სირაძე წერს, დამსვენებლები ასე ცდილობდნენ მაშველების მოსვლამდე გამოეყვანათ ადიდებული ზღვიდან მამაკაცი, რომელიც იხრჩობოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.

"ამ დროისათვის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები. შტორმის დასრულებისთანავე, როგორც კი ზღვაში შესვლა უსაფრთხო იქნება, სანაპირო ზოლზე არსებულ საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ფოტო: გიორგი სირაძე

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს