როგორ გამოიყურება კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი, რომელიც 1 თვის წინ დაიკარგა და შემდეგ მონასტერში იპოვეს

როგორ გამოიყურება კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი, რომელიც 1 თვის წინ დაიკარგა და შემდეგ მონასტერში იპოვეს

კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი, რომელმაც ერთი თვის წინ გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა ფეისბუქის პირად გვერდზე, რის შემდეგაც ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, ახლა ერთ-ერთ მონასტერშია. მისმა მეგობარმა, ნიკა ჩიტიშვილმა 27 აგვისტოს სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ბესიკ დუღაშვილია ასახული. კარიკატურისტი და მისი მეგობარი მონასტრის ეზოში, ჯვართან არიან გადაღებულნი. დუღაშვილის კიდევ ერთ ფოტოს ავრცელებს მისი მეგობარი ვანო ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ, პოლიციამ დაკარგული კარიკატურისტი 31 ივლისს, ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვა. ბესიკ დუღაშვილს ახლობლები და სამართალდამცველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გაუჩინარებამდე მან ფეისბუქის პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, რომელშიც მეგობრებს და ახლობლებს შენდობას სთხოვდა.

"არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა... არა... არა... და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს...

მე გავდივარ... გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!

გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან...

სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში...

მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება... შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა... მშვიდი სიბერე...

დე მე ვიყო ბოლო... შემინდეთ... და მომიხსენიეთ ლოცვებში. წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი" - წერდა კარიკატურისტი პოსტში.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს