"ფეისბუქმა" ქართველი გოგონა თანამშრომლად აიყვანა

"ფეისბუქმა" ქართველი გოგონა თანამშრომლად აიყვანა

"ფეისბუქს" ახალი თანამშრომელი ჰყავს - ქართველი გოგონა ნინა ნუცუბიძე.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია. ნუცუბიძე პირად გვერდზე ფეისბუქიდან მოსულ წერილს აქვეყნებს: "გილოცავთ! აღფრთოვანებული ვართ ჩვენს გუნდში თქვენი შემოერთებით" - წერია გზავნილში.

"ჰო კაი, ვნებდები. ყველამ იცით ისედაც უკვე და რაღაზე ვიკლებ ონ ზის დეის ბედნიერებას, ან უბედურებას, თუ ყველა საჭირო ვიზა ვერ მივიღე. დათოს გოგო ფეისბუქში აიყვანეს!" - წერს ნუცუბიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა ცოტა ხნის წინ ვაკანსია გამოაცხადა ქართულენოვან თანამშრომელზე.

როგორც "ფეისბუქის" გავრცელებულ ვაკანსიაში იყო აღნიშნული, შერჩეული კანდიდატის მოვალეობებში შევა შეტყობინებული კონტენტის განხილვა, მომხმარებლის ექაუნთთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა, აღნიშნული სეგმენტისთვის მხარდაჭერის გაუმჯობესება, ასევე თემატური გლობალური საკითხების გადაჭრა.

"შერჩეული კანდიდატი დსთ-ს გუნდთან ერთად იმუშავებს. ეს პოზიცია სრულ განაკვეთზეა და დუბლინის ოფისში მდებარეობს", - ნათქვამი იყო ვაკანსიის აღწერაში.

შერჩეული კანდიდატის მოვალეობები იქნება: ინსტაგრამზე და ფეისბუქზე შეტყობინებული კონტენტის განხილვა და გადაჭრა, მომხმარებლების მოთხოვნებზე პასუხის გაცემა, დსთ-ს ბაზარზე მომხმარებლების მხარდაჭერის გაუმჯობესება, შესაბამისი მონაცემების შეგროვება, ანალიზი და გამოყენება, მსხვილი და კომპლექსური საკითხების გადაჭრა.

"მინიმალური კვალიფიკაცია: ბაკალავრის და/ან მაგისტრის ან ეკვივალენტური ხარისხი (მათემატიკა ან სამეცნიერო დისციპლინები სასურველია), სტრატეგიული აზროვნება ანალიტიკური უნარებით, ფეისბუქისა და ინსტაგრამის მხარდაჭერის სურვილი, კომუნიკაციის უნარები, ტექნიკური და მონაცემთა უნარები, ქართული და ინგლისური ენების აუცილებელი ცოდნა, რუსული ენის ცოდნა მისასალმებელია", - წერია ვაკანსიის აღწერაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს