"ვერ გაუძლო... დაგვტოვა, აღარაა ჩემი ელე" - ალეკო ელისაშვილი "ფეისბუქზე" მეგობრის გარდაცვალების შესახებ წერს

"ვერ გაუძლო... დაგვტოვა, აღარაა ჩემი ელე" - ალეკო ელისაშვილი "ფეისბუქზე" მეგობრის გარდაცვალების შესახებ წერს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მეგობრის გარდაცვალების შესახებ წერს. ელენე ბაირამოვა სიმსივნით გარდაიცვალა.

"ვერ გაუძლო. დაგვტოვა. აღარაა ჩემი ელე. საყვედურებს მერე ვეტყვი იქ რომ შევხვდებით. გააზრებაც კი მიჭირს. ჩემი თანამოაზრე, თანამებრძოლი, უახლოესი მეგობარი, თანაშემწე, კლასელი. ჩემი ელე... ერთადერთხელ მოიქცა უპასუხისმგებლოდ. ერთადერთხელ. ძალა აღარ ეყო, წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია საშინელ სენს. არ ვიცი როგორ შევეგუები ამ ქალაქს ელეს გარეშე. ჩემო უსაყვარლესო ელე.... ჩემო ელე... ჩემო ელე...", - წერს ალეკო ელისაშვილი "ფეისბუქზე".

მეგობრის ავადმყოფობის შესახებ ელისაშვილმა ემოციური პოსტი რამდენიმე თვის წინ "ფეისბუქზე" გაავრცელა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს