"გთხოვთ, ვიცოცხლებ დედიკოს დაბადების დღემდე..." - ამბავი, რომელმაც ინტერნეტსივრცე შეძრა

"გთხოვთ, ვიცოცხლებ დედიკოს დაბადების დღემდე..." - ამბავი, რომელმაც ინტერნეტსივრცე შეძრა

ეს წერილი ინტერნეტმომხმარებელს რომან პლატონოვს ეკუთვნის. მან დადო პოსტი თავის ფეისბუქ-გვერდზე და ამ პოსტს ათასობით გაზიარება, უამრავი მოწონება და კომენტარი მოჰყვა. ამბობენ, რომ ის გამოფხიზლებასავით არის დღევანდელი საზოგადოებისთვის. ეს არის ჩანაწერი, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს:

"აიფონ 7" და სხვა დანარჩენი

- დეიდა, თუ შეიძლება, არ მოვკვდები, რა… ხომ არ მოვკვდები? - მელოტი ბიჭი, რომელსაც სახეზე მწვანე ფერი დასდებია, საწოლზე წევს. ფანტომასს წააგავს ფრანგული კომედიიდან, თუმცა ეს კომედია როდია. ეს ტრაგედიაა და ეს რეალობაა.

ბიჭუნას ყოველ დანახვაზე 60 წელს გადაცილებულ სანიტარს ტანში აჟრიალებს, ამდენი წელია მედმუშაკია და მსგავს სცენებს ვერაფრით ეჩვევა. არცაა გასაკვირი, ის ადამიანია, ადამიანი კი ამას ვერასდროს შეეჩვევა.

- რას ამბობ, ჩემო პატარა, რას ჰქვია მოკვდები, რა დროს შენი სიკვდილია, - ამშვიდებს ის ბიჭუნას და თვალები ცრემლებით ევსება.

- დეიდა, იცი რაშია საქმე? შაბათს დედიკოს დაბადების დღეა, ეს საჩუქარი მე თვითონ გავაკეთე, არავინ დამხმარებია, ძალიან მინდა, გავახარო და დაბადების დღე მოვულოცო, ამიტომაც მინდა, რომ შაბათამდე არ მოვკვდე. თუ მოვკვდები, საჩუქარს ვეღარ ვაჩუქებ, გეხვეწები, შეიძლება, არ მოვკვდე? არ მოვკვდები, რა?

ონკოლოგია. პალატა მათთვის, ვინც სიცოცხელსა და სიკვდილს შორის არსებული ზღვარი გადალახა. ეს ბავშვები კი, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლებივით გამოიყურებიან, უკვე მკვდრები არიან. აქ ყველას სიცოცხლის რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი... განაგრძეთ კითხვა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს