16:40 / 12-09-2017
"რა? სად? როდის?" მოთამაშე დავით ჩარგაზია გარდაიცვალა
ცნობილი ინტელექტუალური შოუს "რა? სად? როდის?" მონაწილე დავით ჩარგაზია გარდაიცვალა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამაშის ცნობილი სახეები წერენ. ემოციურად იხსენებს უფროს მეგობარს "რა? სად? როდის?" გუნდის კაპიტანი ბაჩანა შენგელია:

"დიდი ადამიანი დააკლდა ზუგდიდს დავით ჩარგაზიას სახით. ინტელექტუალი, რა?სად? როდის? სატელევიზიო თამაშის გამორჩეული, არაორდინალური მოთამაშე, თავისი ქვეყნის და ქალაქის უსაზღვროდ მოყვარული, საოცრად განათლებული ადამიანი და უბრალოდ კარგი მეგობარი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ გავიცანი ზუგდიდში, ყველასგან განსხვავებული იყო, თითქოს დიდი ბავშვი იყო, რომელშიც უდიდეს ინტელექტთან ერთად, ბავშვური გულუბყვილობა და სიალალე იყო გაერთიანებული.

შემდეგ იყო მისი ტრიუმფალური თამაშები, გამორჩეულად
მახსოვს 2008 წლის სეზონი, როდესაც მის მიერ აღებული გადამწყვეტი კითხვით, პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ ზუგდიდის გუნდის სახელით. შემდეგ, ცოტა მოგვიანებით მან თამაშს თავი დაანება, თქვა 50 წლის გავხდი და არ მიხდება უკვეო... ვერ წარმომიდგენია დღეს როგორ უნდა მივიდე მის სამძიმარზე და ბედნიერი სახით არ მითხრას როგორ ხარ, კაპიტანო! არ მომიყვეს რამე ძველი ისტორია, თუნდაც უკვე არაერთხელ მოყოლილი, არ მოიკითხოს ჩვენი გუნდის წევრები, არ მიმოიხილოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, არ გააკეთოს თავისი უბადლო შედარებები და გონებამახვილური, მწარე ქარაგმებით არ შეამკოს მავანნი.

ჩემთვის ძალიან გამორჩეული ადამიანი იყო, უამრავი ისტორია მაკავშირებს, უამრავი მოგონება, რაღაც თითქოს ძალიან დიდი მომწყდა და წავიდა ამ ქვეყნიდან... მშვიდობით, ჩემო უფროსო მეგობარო, მსუბუქი იყო შენთვის უსაყვარლესი ქვეყნის მიწა...", - წერს შენგელია.

დავით ჩარგაზია საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი იყო. მას ზუგდიდში, მშობლიურ სოფელ ინგირში დაკრძალავენ.
23:16 / 14-09-2017
თამუ
0
ღმერთმა დაგიმკვიდროს ბუძა ცათა სასუფეველი..
12:32 / 13-09-2017
ლაშა
0
ვუსამძიმრებ ბატონი დავითის ოჯახსა და ახლობლებს.ძალიან საწყენია ასეთი ინტელექტუალი ადამიანების დაკარგვა.
მსგავსი სიახლეები
+VIDEO ასე დაემშვიდობა კლუბი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოაზროვნეს
"ჩვენი მიზანია, საქართველოს ნებისმიერი რაიონის ბოლო, საზღვრისპირა სოფელში ჩავიდეთ, სადაც მთელი წლის განმავლობაში არაფერი ხდება და ინტელექტის ზეიმი მოვაწყოთ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:18 / 23-11-2017  Image რა ქონებას ფლობს პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დასახელებული შიო მუჯირი
რეესტრის მონაცემებით, მიტროპოლიტი არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განვითარების ფონდის დირექტორი
11:48 / 23-11-2017  Image რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს
გაეროს მონაცემებით, ჩატაევის "ანგარიშზე" 130-მდე ადამიანია
14:44 / 23-11-2017  Image "ის უკვე სასუფეველშია, მე კი აქ ჯოჯოხეთში მისი შვილები მაძლიერებენ..." - რას წერს დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლე
დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლე თამუნა ხელაია ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
11:12 / 23-11-2017  Image რას ნიშნავს პატრიარქის მოსაყდრეობა - თეოლოგის განმარტება
მოსაყდრეს საპატრიარქოში მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქცია ენიჭება
13:23 / 23-11-2017  Image უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა
მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49