"ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი..." - სტეფანეს "ნიჭიერის" ჟიურიში გამოჩენამ ნიკა გვარამია გააღიზიანა

"ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი..." - სტეფანეს "ნიჭიერის" ჟიურიში გამოჩენამ ნიკა გვარამია გააღიზიანა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა "იმედზე" გადასული "ნიჭიერის" ჟიურის შემადგენლობა: მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მსახიობიობები - გიორგი ბახუტაშვილი და რუსკა მაყაშვილი.

როგორც აღმოჩნდა სტეფანეს ჟიურიში გამოჩენამ მის მეგობრებსა და კოლეგების ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნულ საკითხზე მწვავე დაპირისპირება გაიმართა პროდიუსერ დავით იმედაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე. კომენტარებში განსაკუთრებული აქტიურობით "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოირჩეოდა.

ნიკა გვარამია: ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე, სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპები ვუტრიალეთ და კონცერტები ვურასკრუტკეთ. და ეს სად წამოსკუპებულა :))) სრულიად ურცხვი... ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა, შემოსავალი არა აქვს, ნიჭიერი და გემოვნებიანია და მსგავსი ყ...ით. აჰა, დატკბით" - წერს ნიკა გვარამია სტეფანე მღებრიშვილზე.

გვარამიას პოსტს გამოეხმაურა "იმედის" წამყვანი ნანიკო ხაზარაძე: "სტიოპა ნაგავში არასოდეს ყოფილა" - წერს ნანიკო.

სტეფანეს გადაწყვეტილებას კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა მომღერლის ყოფილი მეუღლე მაია დარსმელიძეც:

"სხვის საქციელზე მე არ ვარ პასუხისმგებელი და ალბათ თავად სტეფანე უკეთესად ახსნის თავის საქციელს ან თუ გინდათ - გადაწყვეტილებას. ჩემი ტევე ნაძეჟდას მიმართ დამოკიდებულებაც და პრინციპული პოზიციაც ალბათ ყველასთვის კარგადაა ცნობილი და გასაგები.

კონკრეტული პიროვნებებისგან გაღიზიანება და კონფლიქტიც მესმის, მართლა მესმის... მაგრამ როდესაც ვიღაც ტაშის დამკვრელი პეშკობა რაღაც გაურკვეველი კომენტარებით ცდილობს პოტენციური უფროსის ტრაკზე ოოოდნავ გათავისუფლებული ადგილის ალოკვას და ცეცხლში ნავთის მიწუწებას - აი ესეთი შავკები მეცოდებით : ) ბევრი ამოგიცანით მსგავსი პადხალიმი კომენტარებით და ვაზელინი პოსტებით სხვადასხვა "დროს" და სხვადასხვა "პლატფორმებზე". ამ შავკებზე მერევა გული, ხელის მოთბობა რომ გადაწყვიტეს "სასარგებლო დროსა და სასარგებლო ადგილას".

სტეფანე სოციალურ ქსელში მის ირგვლივ ატეხილ სკანდალს კომენტარებს ფოტოთი და ერთადერთი კომენტარით გამოეხმაურა - ფოტოზე "ნიჭიერის" ჟიურის წევრები არიან ასახულნი მინაწერში კი ვკითხულობთ: "Georgia Got Talant Soon"  (მალე ნიჭიერი).

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს