"სიმართლე მითხარი და მკურნალობას მივატოვებ და ჩემით ჩამოვალ უკრაინაში" - გია მაისაშვილი მიხეილ სააკაშვილს

"სიმართლე მითხარი და მკურნალობას მივატოვებ და ჩემით ჩამოვალ უკრაინაში" - გია მაისაშვილი მიხეილ სააკაშვილს

მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ეკონომიკური კონსულტანტი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გია მაისაშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს უძღვნის:

"ამ ბოლო მოვლენების ფონზე ჩემს თავს მიშასადმი ქვეცნობიერი მხარდაჭერა შევამჩნიე. მისი სიტყვის არ მჯერა, ავანტურისტია, მაგრამ რაც მან გააკეთა ადვილი არაა, დააფარა ორივე მსუბუქ წონოსანს. მაგრამ როგორც კი კეზერაშვილზე, ახალაიებზე და მის სხვა ავაზაკებზე ჩამოვარდება საუბარი, ის და მისი პარტიელები იმ წუთას თავს იმართლებენ, "რაღა დროს ეგაა, წარსულია, ეგენი რამდენი ხანია ჩვენი გუნდის წევრები არ არიან, და მსგავსი არა გულწრფელობა. დიდმა კაცმა კი პირდაპირ უნდა აღიაროს და თქვას, მართალია, შეგვეშალა, არ ვიყავი მართალი, არ უნდა მოვქცეულიყავი მასე და ახლა აღარ ვიქნებოდი ასე მძიმე მდგომარეობაში. ბოდიშს ვიხდი, მაპატიეთ, ახლა უფრო დიდ ბოროტებას ვებრძვი და თქვენი დახმარება მჭირდება. და ხალხი აპატიებდა, თუ არა სიმპატია მაინც გაუჩნდებოდა. ის მართლა უფრო დიდ ბოროტებას ებრძვის დღეს. მაგრამ პატარა კაცს ალალი ბოდიშის მოხდა არ შეუძლია და ახლანდელი მთავრობისავით დამნაშავედ და მიზეზად ყოველთვის სხვა მოჰყავს, მიზეზს თავისში არასდროს ეძებს, თავად ყოველთვის იდეალურია და ვერც ერთ გადაცდომას ვერ ხედავს, ვერ აღიარებს. პატარა კაცს შენება არ ძალუძს, არანაირი გრძელვადიანი რეფორმა, გრძელვადიანი მეთოდური შრომა. ამიტომაა რომ ვერ ვიჯერებ მისას, თორემ ამათზე გაცილებით მაგარია. თუ ადამიანი ალალად მოინანიებს, ძნელია არ აპატიო, ხალხი კეთილია, მაგრამ თუ ბოდიშს ახსნას და თავის გამართლებას დაურთავ, ეს ბოდიში აღარაა და უკვე მიჭირს პატიება, ნდობა. ამიტომაა, რომ "ოცნების" აუტანლობის მიუხედავად, ვერ გენდობათ ხალხი ვერც თქვენ. მხოლოდ სრულ გულწრფელობაშია ნდობა. სიმართლე მითხარი და მკურნალობას მივატოვებ და ჩემით ჩამოვალ უკრაინაში და დაგეხმარები, შენ ბოროტებას ებრძვი, მაგრამ მარტო ავანტურა არ ჰყოფნის ბოროტის დამარცხებას. კეთილი უნდა იყო თავად", - წერს მაისაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს