"როგორმე მოვნახავ ქალს, რომელიც ისე მომივლის და ჩამბანს, როგორც მე მესიამოვნება" - რას პასუხობს აჩი ფურცელაძე კრიტიკოსებს

"როგორმე მოვნახავ ქალს, რომელიც ისე მომივლის და ჩამბანს, როგორც მე მესიამოვნება" - რას პასუხობს აჩი ფურცელაძე კრიტიკოსებს

სოციალურ ქსელებში ბოლო ორი დღეა აქტიურად განიხილავენ მომღერალ აჩი ფურცელაძის განცხადებას, რომელიც მან ჟურნალ "სარკესთან" გააკეთა. ქართველი და რუსი ქალების შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო, მომღერალმა ქართველი ქალბატონების, და არამარტო ქალბატონების მხრიდან, მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

ელენა ქუმსიაშვილი:

არჩილ მოსავლელი თუ ხარ, ისევ რუსმა ჩაგბანოს და დაგაძინოს.

გვანცა ჯობავა:

გაბლატავებული ქართველი ქალების სახელით, ყველა ფორმაში სულ ლამასად მომიკითხეთ მარტოხელა აჩი ფურცელაძე. სადაც იყო, იქაურობას უფრო უხდებოდა აშკარად, ჰოდა, დეპორტი საყვარლად.

რამაზ გიგაური:

ეს აჩი ფურცელაძე რომელმა ქართველმა ქალმა მიაჩმორეთ ასე, ან რა დუყლუყი დაალევინა ვინმემ, რა გამწარებულია საცოდავი?!

ნინო ჯანგულაშვილი:

ნეტა, რომელი ქართველი ქალის მიჩექმილია ეს კაცი?!

კატო კოპალეიშვილი:

აზრზე არ ვარ, ვინ არის, მაგრამ მშვენიერი ადგილი აურჩევია საცხოვრებლად.

კრიტიკული განცხადების ერთ-ერთ ავტორს, ელენა ქუმსიაშვილს მომღერალმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე უპასუხა.

"კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქალბატონმა ელენემ, რომ ჩაძინება ჩაბანაში სეკვესტრია ქართველ გოგონებში და მოსავლელი ღმერთმა არ გამხადოს, მითუმეტეს თქვენნაირი ქალბატონის სიახLOVEში. გაიხარეთ, ძალიან მაცინეთ დილიდან მეც და ჩემი სამეგობროც. და ისე, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო. მაგრამ ცუდ გამგონს ვერ ეყოლება კარგი მთქმელი, ასე რომ... მიხედეთ თქვენს აშკარად დალაგებულ ცხოვებას, თქვენს ოჯახს. მე როგორმე მოვნახავ ქალს, რომელიც ისე მომივლის და დამაძინებს და მითუმეტეს ჩამბანს, როგორც მე მესიამოვნება. დამიჯერეთ, მერწმუნეთ ქნ ელენა ეს ორმხრივი ემოციები და ქმედებანი იქნება. გმადლობთ, რომ გამოყავით თქვენი ძვირფასი დროის დამდენიმე წუთი და დამითმეთ მე "მოუვლელ" არჩილს ზურაბის ძე ფურცელაძეს. ღმერთი თქვენსკენ. და საერთოდ გა-ვიხაროთ, ხალხნო, ერთმანეთის კარგად ყოფნით. მე კარგად ვარ გმადლობთ", - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ქართველ და რუს ქალებზე საუბრისას, აჩი ფურცელაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ქალებისგან განსხვავებით, რუსმა ქალებმა იციან, "როგორ უნდა მოუარონ კაცს".

"ჩვენთან არ არსებობს ქალის ინსტიტუტი, თუ როგორ უნდა მოუაროს კაცს. საქართველოში ურთიერთობებს რომ ვუყურებ, ეს დასკვნა გამომაქვს. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ქართველი ქალები "გაბლატავებულები" არიან. დაამუღამეს გენდერული თანასწორობა და გითანაბრდებიან. რაღაც მომენტში უნდათ, რომ გაგასწრონ. "საკონტროლო პაკეტს" მაინც კაცი უნდა ფლობდეს 51% - კაცი, 49% - ქალი. რუს ქალებს მამაკაცთან ურთიერთობაში ეს ზღვარი აქვთ. ქალი კაცს სხვანაირად აღიქვამს, რაც ძალიან მომწონს... კაცმა ქალთან არ უნდა იჭიდაოს და ქალმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ოღონდ მუშტის დარტყმით კი არა, თავისთავად უნდა ხვდებოდეს. ქალმა მეტი უნდა დათმოს. ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის, სიხარულის, ვიდრე კაცი", - განაცხადა აჩი ფურცელაძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს