პეტრე კოლხი: "მოვეშვათ სხვის უბეში ხელის ფათურს... ნუ მოსთხოვთ, სასულიერო პირის შვილი ჩადრით დადიოდეს"

პეტრე კოლხი: "მოვეშვათ სხვის უბეში ხელის ფათურს... ნუ მოსთხოვთ, სასულიერო პირის შვილი ჩადრით დადიოდეს"

მამა პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სხვისი განკითხვისაგან:

"მორწმუნეებო", საბოლოოდ დაიმახსოვრეთ, რომ არავის ჩაცმის სტილი არ მოგვეკითხება... ყველა საკუთარ ქმედებებზე ვაგებთ პასუხს... მოვეშვათ სხვის უბეში ხელის ფათურს...

ნუ მოსთხოვთ, სასულიერო პირის შვილი ჩადრით დადიოდეს, ნურც კოჭებამდე კაბას დაელოდებით... გავიგოთ, რომ ეს არ არის სულიერი ცხოვრებისთვის გადამწყვეტი... უამრავი მინახავს ბოლომდე შეფუთული ორღობეში გულისწორთან ერთად... არც ასეთის განკითხვის უფლება გვაქვს... რბილში გვაქვს გამჯდარი ფარესევლური ქრისტიანობა... მთავარია გარედან ვინმემ ნაკლი არ დაგვანახოს, შინაგანს არავინ კითხულობს... თუმცა, არც მოკლე კაბაა ნაკლი...

ნუ დავდივართ დათრგუნულები. ცოდვებისგან შეზღუდვას გვასწავლის უფალი და არა, გონებით შეზღუდულობას. მართლმადიდებლობა აზროვნების რელიგიაა...

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ვუმძიმებთ ერთმანეთს ცხოვრებას... არავის ჩაცმის სტილს არ ვეხები. არავინ გკითხავთ, რას ჩაიცვამს ჩემი შვილი...

მერე რა, რომ მღვდლის შვილია, მას საკუთარი არჩევანი აქვს... მადლობა ღმერთს, რომ პიროვნებად ყალიბდება და არასდროს ინტერესდება ნაჭრის სიგრძით და სიმოკლით...

თავი დაინდეთ, მოერიდეთ უშინაარსო განკითხვას...".

"სულელი გამოდგა და მიამიტი..." - რას წერს არჩილ გამზარდია პეტრე ცაავას შესახებ

"დღე, როცა იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ, მისი ძმის დაბადების დღე იყო..." - 29 წლის სანდრო ბერაძის მეგობრის სულისშემძვრელი წერილი

"სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი "ჯდება"... ხმა უნდა ამოვიღოთ" - ეროვნული ბიბლიოთეკა აზარტული თამაშების წინააღმდეგ