გუშინდელი თბილისი ერთ ფოტოში

გუშინდელი თბილისი ერთ ფოტოში

დადგა შემოდგომა, თბილისში გაწვიმდა და რა თქმა უნდა, დაიწყო მრავალსაათიანი და მრავალმანქანიანი საცობები. გუშინდელი დღე განსაკუთრებით გამორჩეული გამოდგა: 2 ოქტომბერს, მთელი დღის მანძილზე გადაუღებლად წვიმდა თბილისში, რამაც მთელი ქალაქის მასშტაბით შეაფერხა მოძრაობა და ქალაქი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. შეუძლებელი გახდა როგორც საკუთარი მანქანით, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით გადაადგილება.

წვიმით და საცობით შეწუხებული თბილისელები "ფეისბუქზე" იოხებდნენ გულს:

- საცობში ვარ და რამე კურიოზს ხო ვერ გაიხსენებდით?!

- საცობი - ადგილი სადაც სიმღერების ტექსტს არჩევ, სწავლობ და ყველა ტექსტი აზრს იძენს...

- გაუსაძლისია საცობი! 1 საათი და 17 წუთი. სააკაძის მოედანი, თბილისი. დაიტანჯა გიორგი სააკაძეც და ჩვენც!!

- წვიმა, საცობი, აქცია... ღვინო, დუდუკი, ქალები-ვით გაირითმა...

- მიყვარს საცობი, ტაქსში მშვენივრად გამოვიძინე - წერდნენ სოციალურ ქსელში მომხმარებლები.

ამასთან, "ფეისბუქზე" ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც თბილისში გაჭედილი მოძრაობაა ასახული. ამ ფოტოებზე ასახულია თამარ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთა პიკის საათში.

ფოტოები: გუგა აფციაური, ლევან ოდილავაძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს