"გაუშვა გაზი და კინაღამ ამობუგა მთელი კორპუსი" - რას წერს ფეისბუქ-მომხმარებელი

"გაუშვა გაზი და კინაღამ ამობუგა მთელი კორპუსი" - რას წერს ფეისბუქ-მომხმარებელი

ფეისბუქ-მომხმარებელი სოციალურ ქსელში ინციდენტის შესახებ წერს, რომლის მოწყობაშიც საკუთარ მეზობელს ადანაშაულებს. პოსტის ავტორი პირად გვერდზე ინციდენტის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.

"გუშინ ტიპმა დაგვიწვა კორპუსი, წელიწადნახევარია ამას ცდილობს და სამართალდამცავებმა ვერასდროს მუხლი ვერ მიუყენეს. გაუშვა გაზი და კინაღამ ამობუგა მთელი კორპუსი სამართალდამცვლები კიდევ უძლურნი იყვნენ, სახანძრო მოვიდა 15 წუთში არადა 150 მეტრშია ჩვენგან.

იხილეთ ვიდეო: როგორც კი დალევდა და ნარკოტიკებს მიიღებდა, მაშინვე ჭედავდა - რატომ გააჩინა მამაკაცმა ცეცხლი საკუთარ კორპუსში

ტიპი არის საზოგადოებისთვის საშიში და თავისუფლად დადის ქალაქში და ვერ იჭერენ იმიტომ, რომ თურმე, კანონს არ არღვევს. როცა ფანჯრიდან ისვრის რაღაცეებს, მთელი ღამე აღრიალებს ცენტრს, რამოდენიმეჯერ ჰქონდა პერედოზი, ალბათ 15-ჯერ მაინც გადაიჭრა ვენები, ეკაჩავება პატრულს და ათასი რამ კიდე.

ამ ყველაფრის მერე, რომ ჩავაბამ მანქანაზე და ვათრევ მთელს ა მიკროში, მერე მე დამიჭერენ და მე გამოვალ "ვრაგ ნაროდა".

p.s მო...ანთ კანონი", - წერს "ფეისბუქ-მომხმარებელი".

ინფორმაციის გადასამოწმებლად AMBEBI.GE შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყების განმარტებით, ამ ფაქტზე ერთი პირი დააკავა შსს-მ, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება. გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს