13:44 / 12-10-2017
რას წერს "ფეისბუქზე" ლიკა ქავჟარძის ყოფილი მეუღლე მსახიობის გარდაცვალების შემდეგ
ლიკა ქავჟარაძის ყოფილი მეუღლე, ლევან შანიძე მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზოთ:

"ნუ გამიწყრებით დებო და ძმებო.... ისედაც გულნატკენები ვართ ძალიან ბევრნი დღეს, მხოლოდ ერთ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვავ და ეს დღეები ალბათ არაფერსაც არ დავწერ და არ გამოვაქვეყნებ, უბრალოდ კითხვა დამებადა... და ყველას აზრი მაინტერესებს:

როცა ყველა მისტირის..... როდესაც რამოდენიმე თაობის, თითქმის მთელი ერის საყვარელი, ულამაზესი ადამიანი, თავად სილამაზის და სიყვარულის სიმბოლო, თანაც ყველამ ვიცით, რომ ამ ადამიანის სახელი მანდილოსნის
სილამაზის ეტალონად იქცა და შეიძლება ითქვას სინონიმადაც, მართლა დამებადა კითხვა ყველა საქართველოს მოქალაქისადმი: სად უნდა იყოს მოსვენებული და უკვდავყოფილი მისი სახელი? ყველას ვთხოვ ნუ გამსჯით, მომიტევეთ, უბრალოდ გაიაზრეთ რაზეც ვსაუბრობ.... როგორც ამბობენ გრიბოედოვის მეუღლეც ნინო ჭავჭავაძე ძალიან მშვენიერი და ლამაზი იყოო... უეჭველად ასე იქნებოდა!, მაგრამ "მარიტა'' ანუ ყველასთვის ჩვენი ლიკა მართლაც რომ მთელი საქართველოს სიყვარულს იმსახურებდა და ფლობდა ამ სიყვარულს, სად უნდა იყოს მისი ადგილი? აქ ამ მიწაზე? თორემ ჩვენი გულები მას ეკრანზე გამოჩენიდან დაპყრობილი ჰქონდა იმთავითვე! კარგის მთქმელს კარგი გამგონიც ესაჭიროება და ასეთებად მიმაჩნიხართ, ჩემო დებო და ძმებო, დაფიქრდით და ეს თხოვნა შემისრულეთ, უბრალოდ გამოთქვით თქვენი მოსაზრება....

ჩემი კი მე უკვე გამოვთქვი! კარგ მთქმელს კარგი გამგონიც სჭირდება....

იქნებ იმათაც გავაგებინოთ, ვისაც უნდა ესმოდეს პირველ რიგში! "ვარსკვლავი'' კი სიცოცხლეში უფრო ახარებს ადამიანს, მაგრამ მართლაც ვარსკვლავების ადგილი ჩვენ ყველამ ვიცით სად არის!
კიდევ ერთხელ მოვიბოდიშებ და გავიმეორებ კითხვას სად უნდა მოისვენოს რამოდენიმე თაობისთვის სიყვარულის, სინაზის და ერის მხრიდან საყოველთაოდ უდიდესი სიყვარულის სიმბოლოდ აღიარებულმა "მარიტამ'' ანუ ყველასთვის ჩენმა საყვარელმა ადამიანმა ლიკა ქავჟარაძემ?
არ გაბედოს აქ ვინმემ რაღაცეების უაზროდ წერა..... (მეც და მასაც ალბათ ცუდად დაუმთავრდება და მოდით თავებს ნუ გავიუბედურებთ, ასე აჯობებს) უბრალოდ თქვით სად მიგაჩნიათ რომ უნდა იყოს სამარადისოდ ამ სიყავარულის (ანუ თითქმის მთელი ერის სიყვარულის ერთი ადამიანის მიმართ) მოსასვენებული ადგილი?!!!

დავიჯერო მარტო მე ვფიქრობ ამაზე??? არა მგონია ასე მარტო ვიყო და ასე ცოტანი ვიყოთ, ვისაც ესმის რაზეც ვსაუბრობ, რა კითხვასაც ვაყენებ ჩემი ძმების და დების წინაშე!... თუ ვცდები და მე ამ საქართველოში სადაც სიყვარულს ვერც სიცოცხლეში უპოვიან სათანადო ადგილს და ვერც სიცოცხლის მერე, რა უნდა ვაკეთო? მაშინ ჩვენ რა მომავალი გველის? მე გეტყვით ამის პასუხს, მაგას აღარ დაგეკითხებით! ასეთი საქართველო მე არ მინდა.... ვინაიდან ეს საქართველო არ იქნება, რაც არ უნდა ერქვას მას! ჩემს საქართველოში სიყვარულს და მგობრობას დიდმა შოთა რუსთაველმა უმღერა, ლიკამ სიყვარულიც მაგარი იცოდა და მეგობრობაშიც ბადალი არ ყავდა! გემშვიდობებით და ველი თქვენს მოსაზრებებს ჩემს კითხვასთან დაკავშირებით, იმ იმედით რომ შესმენილი იქნება ჩემი თხოვნა! გთხოვთ სერიოზულად გაიაზრეთ, სანამ დაწრეთ რაიმეს! ნუ დაივიწყებთ რომ პაუზა და დუმილიც არის შესაძლებელი, სანამდე ვინმე რაიმეს დააბრეხვებს... დაამუხრუჭოს თავი და დაფიქრდეს იქნებ დუმილი ამჯობინოს? თუ მაინც და მაინ ვერ მოითმენს 2 წუთით მაინც დაფიქრდეს და მერე დაწეროს ასეთმა რაიმე, რათა შემდგომში ვეღარ თქვას ასეთმა "ადამიანმა'' - დაუფიქრებლად მომივიდაო!
კიდევ ერთხელ მომიტევეთ ასეთი თხოვნის გამო!!!".

ნახეთ ვიდეო: "მეოცნებე ვარ, მაგრამ ჩემი ოცნებები შესაძლებლობების შესაბამისია" - უცნობი ლიკა ქავჟარაძე
16:14 / 18-10-2017
nino
3
რა უხერხული და სირცხვილია აქ გამოთქმული მოსაზრებები. საზოგადოება, რომელმაც ბოლომდე გაწირა ლიკა და ვიდრე არ გარდაიცვალა არავის ახსოვდა. პ.ს ის იქ დაიკრძალა სადაც ყველაზე მეტად თავად გაეხარდებოდა, დედამისის გვერდით საბურთალოზე.
14:45 / 18-10-2017
მანანა
0
ვფიქრობ ლიკა უფრო სიმბოლოა, რომელმაც ეკრანზე გამოჩენისთანავე მოხიბლა მთელი საქართევლო, კარგი იდეაა ბროწეულის ბაღი, ალბათ მთაწმინდაზე დაკრძალვა ან საკუთარ ბროწეულის ბაღშიც კარგი იქნებოდა სადაც აბულაძეც იმსახურებს პატივის მიგებას ასეთი ლამაზი ფილმის და სახის შექმნისთვის!
მსგავსი სიახლეები
არავინ იცის, სად მთავრდებოდა ამ ამბებში სიმართლე და სად იწყებოდა ლეგენდა...
70-იანი წლების ბოლო და 80-იანების დასაწყისი ქართული კინოსთვის მნიშვნელოვან წლებად შეიძლება ჩაითვალოს
+PHOTO მსახიობის ხსოვნას პატივი მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, კოლეგებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს
ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა
"პირველად "ნატვრის ხე" რომ ვნახე, სახლში ნახევრად ფერადი ტელევიზორი გვქონდა"
+PHOTO|VIDEO მსახიობის პანაშვიდზე ზაზა კოლელიშვილი და სოსო ჯაჭვლიანი ერთად მივიდნენ
+PHOTO ვაკის სამების ტაძარში ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მიმდინარეობს
"ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი გგონია"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:45 / 10-12-2017  Image სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა კიევში, მაღაზია "როშენის" ბლოკირება მოახდინეს და ვიტრინები ჩაამსხვრიეს
LIVE| აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პროვოკაცია არ მომხდარა
17:48 / 10-12-2017  Image ავარია რუსთავეზე - ერთმანეთს ლურჯი ავტობუსი და სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი სამედიცინო
18:03 / 10-12-2017  Image ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის კომენტარი აფეთქების შედეგად დაშავებულებზე
აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
13:40 / 10-12-2017  Image ილია მეორე ქადაგებისას 51-ე სკოლასთან მონხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა
"არ არის საკმარისი ბავშვებმა სკოლაში ცოდნა მიიღონ, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება"
13:29 / 09-12-2017  Image "გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან...." - დიმა ჯაიანი თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა
მას ცოტა ხნის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს

პოპულარული კომენტარები
და რა გიკვირთ და რატომ მოსთქვამთ? კრიმინალური მენტალიტეტის ერი ცხოვრობს კრიმინალურ გარემოში... თქვენ გააგდეთ ამ ქვეყნიდან კრიმინალთან მებრძოლი მთავრობა და მოიყვანეთ კრიმინალებთან მოსიამტკბილე ხელისუფლება... ასე არაა? ფანჯრებიდან რომ ხედავდნენ მკვლელობას ვინმემ დარეკა პოლიციაში? მოსწავლეები რომ არ აძლევენ ჩვენებას გამოძიებას? ხომ არ ჩაუშვებთ? თქვენ არ გაკიოდით მიშამ სკოლაში მანდატურები შეიყვანა არიქა შვილებს სტუკაჩებად გვიქცევენო? რაც ხალხია, ის ვითარებაა ზუსტად.. საბჭოთა კავშირში მოწინავე ქურდების რაოდენობით, ევროპაში მოწინავე და თავმოჭრილი ქურდული და ორგანიზებული დანაშაულის ნომერ პირველი ექსპორტიორი... გურიაში ყაჩაღი მამალაძის ძეგლი, ლიტერატურაში ყაჩაღები დადებითი გმირები...სკოლებში სამოქალაქო თვითშეგნების ამმაღლებელი საგნები ვერ დანერგეს, ებრძვით ხმალამოღებული... მღდელი ღმერთის სახელით ქურდობს, ერი და ბერი აბსოლუტური უმრავლესობა გაუნათლებელი და ბნელი, პროგრესისმოძულე და წარსულის აპოლოგეტი.... რატომ გიკვირთ, ან რა გიკვირთ? რა?
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49