15:06 / 17-10-2017
"რუსთავი 2"-ის და "იმედის" თანამშრომლების "ფეისბუქ-ომი" "ნიჭიერის" რეიტინგის გამო
16 ოქტომბერს "იმედზე" "ნიჭიერის" პირველი გადაცემის პრემიერა შედგა.

"რუსთავი 2"-ის პროექტების, მათი ხელმძღვანელების და თანამშრომლების "იმედზე" გადასვლის შემდეგ, მაყურებელი მოუთმენლად ელოდა, როგორ აიღებდა სტარტს ახალ არხზე ყველაზე სახალხო და ქვეყნის ყველაზე რეიტინგული შოუ. რეიტინგებს, რა თქმა უნდა, ელოდნენ "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებიც და პირველი გადაცემის შემდეგ, შეიძლება ითქვას "რეიტინგებით ომი" გაიმართა "ფეისბუქში".

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერენ, რომ გადაცემამ დაბალი რეიტინგი აჩვენა, თუმცა "ნიჭიერის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანები და "იმედის" თანამშრომლები საპირისპიროს ამტკიცებენ.

"ნიჭიერმა არსებობის მანძილზე
ყველაზე დაბალი რეიტინგი იმიტომ კი არ დაწერა, რომ სტაფში რამე შეიცვალა, რამე ვერ გააკეთეს, რამე დააკლეს. დაწერა იმიტომ რომ ეს შოუ იყო რუსთავი 2. ლოგო ამ არხის. მისი ორგანული ნაწილი. ამიტომ ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ აღარ უყურა სხვა არხზე გადაცემას. მე მიყვარს ნიჭიერი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძვირფასი ნაწილია, მაგრამ ვერანაირ წარმატებას ვერ ვუსურვებ სხვაგან. არ მიყვარს მოგონილი სოლიდარობა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნიკა გვარამია კი ასე გამოეხმაურა მისი არხიდან კონკურენტ ტელევიზიაში გადასულ მეგაშოუს პრემიერას: "ნიჩიერი" - რეიწინგ დვადცატ დვა პრაცენტა. ა მი ნაჩინალი ს ტრიდცატი პიწი, ნაძეჟდა, მოი კომპას ზემნოი" - წერს გვარამია.

ფეისბუქის პირადი გვერდებიდან უპასუხეს "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლების კრიტიკას და ცინიზმს "ნიჭიერის" ჟიურის წევრმა სტეფანე მღებრიშვილმა და მთავარმა პროდიუსერმა გიორგი ხაბურზანიამ: "მადლობა "იმედის" გუნდს იმისთვის რომ რეკორდულად ცოტა დროში, რეკორდულად მაღალ რეიტინგიანი ნიჭიერი დაიდო. რეიტინგის ყველა ოფიციალური დამთვლელით, ნიჭიერის პირველმა სერიამ სატელევიზიო სეზონის რეიტინგის რეკორდი მოხსნა. ნიჭიერი ყველგან ნიჭიერია და ყველგან ნომერი პირველი!" - წერს გიორგი ხაბურზანია "ფეისბუქზე".

სტეფანე მღებრიშვილმა კი ასეთი კომენტარი გააკეთა ყოფილი თანამშრომლების სტატუსების პასუხად: "...და პირველი არხი როცა შეიქმნა და ორი საათი მაუწყებლობდა, ბაბუაჩემი რომ დაიბადა... რა მაღალი რეიტინგი ჰქონდა იცით?!" - წერს მღებრიშვილი.

ამავე პოსტში წამყვანი ნანიკო ხაზარაძე რეიტინგების შედეგებსაც აქვეყნებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ "ნიჭიერმა" ორშაბათს ყველა სხვა გადაცემას გაუსწრო რეიტინგით, მათ შორის "რუსთავი 2"-ის "არჩევანსაც", რომლის სტუდიაშიც გუშინ თბილისის მერობის კანდიდატების დებატები იმართებოდა. ამ მონაცემების მიხედვით, "ნიჭიერის" რეიტინგი 21 - 26,61%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო "არჩევანის" - 4,90 - 5,31% ფარგლებში.


09:15 / 10-11-2017
irakli
0
რას კამათობთ ამ "რეიტინგებზე", რომლებიც რეალობას ვერ ასახავენ, რადგან ბევრი გადახვეულს უყურებს ამა თუ იმ გადაცემას და ამ დროს როგორ უნდა გამოთვალო რომელი გადაცემა რამდენჯერ ნახა ხალხმა?
19:09 / 24-10-2017
სვეწკი ბიჭი
25
თუ გინდათ გადაცემას დაუკარგოთ ელფერი

გაუშვით იგი იმედზე
თუ გინდათ რომ დედას შვილის სიყვარული წაართვათ - მიიყვანეთ იმედზე

ყუ გინდათ, რომ ქართული სამზარეულო შეგძულდეთ - გაუშვით იგი იმედზე

თუ გინდათ რომ თქვენს შვილმა ჟურნალისტიკურზე აღარ ჩააბაროს - გადართეთ იმედზე

თუ გინდათ რომ დაიჯეროთ სამოთხეში ვცხოვრობთ - მოუსმინეთ ქრონიკას იმედზე

; ))
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
09:36 / 20-11-2017  Image სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად !+ ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
Jeep -ის ცენტრში ნამდვილი Jeep -ის შეძენისას ავტომობილის მომსახურებას მიიღებთ აბსოლუტურად უფასოდ სრულ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49