პაოლო მალდინი კახა კალაძეს თბილისის მერობას ულოცავს

პაოლო მალდინი კახა კალაძეს თბილისის მერობას ულოცავს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო მალდინი ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარს კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ მალდინის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ:

"ვულოცავ თბილისის ახალ მერს! ძალიან მიხარია შენს გამო კალაძე" - წერს მალდინი და მისი და კახა კალაძის ფოტოს აქვეყნებს. ფეხბურთელის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 2 მილიონამდე "ლაიქერი" ყავს.

კახა კალაძე და პაოლო მალდინი წლების მანძილზე საფეხბურთო კლუბ "მილანის" ფეხბურთელები იყვნენ. ცოტა ხნის წინ მალდინი თბილისსაც სტუმრობდა საქველმოქმედო მატჩისთვის, რომელშიც მსოფლიო და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,13%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე პირველ ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს