"გოლი ვერ გაპატიე კახი" - სახალისო კომენტარები ბიულეტენებზე

"გოლი ვერ გაპატიე კახი" - სახალისო კომენტარები ბიულეტენებზე

ცესკო-ს მონაცემებით 21 ოქტომბრის არჩევნებზე, ამომრჩევლის დაახლოებით 47%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. ბევრმა პროტესტი გამოუცხადა არჩევნებს და საარჩევნო უბანზე არ მივიდა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც არჩევნებზე მივიდა და ბიულეტენზე დააფიქსირა საკუთარი აზრი - არამხოლოდ კანდიდატის შემოხაზვით, არამედ სახალისო კომენტარითაც.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა და უბნების დახურვის შემდეგ გადაღებული ბიულეტენების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც სახალისო წარწერებია გაკეთებული:

"გოლი ვერ გაპატიე კახი"

"ნარმანია დატოვეთ, არ მინდა პოლიტიკოსი მერი!!!"

"ბატონო ალეკო, თბილისი არ წალეკო"

"ქალბატონო ირმა, გაგათრია ვირმა"

"ვინმე ნორმალური არ შეიძლებოდა? ერთმანეთზე უარესები..."

"არცერთი არ ფიქრობთ ხალხზე" - ასეთი კომენტარები გაუკეთა ზოგიერთმა ამომრჩეველმა ბიულეტენებს. ქართველ პოლიტიკოსებზე გაბრაზებულმა ერთმა ამომრჩეველმა კი ბიულეტენში დონალდ ტრამპი შემოხაზა...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს