"ძმები კვლავ შეხვდნენ" - სანდრა რულოვსი შვილებთან ერთად ფილადელფიაში

"ძმები კვლავ შეხვდნენ" - სანდრა რულოვსი შვილებთან ერთად ფილადელფიაში

საქართველოს ყოფილი პირევლი ლედი, სანდრა რულოვსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფილადელფიაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

"ძმები კვლავ შეხვდნენ", - წერს სანდრა რულოვსი ფოტოების აღწერაში.

შეგახსნებთ, მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უმცროსი ვაჟი, ნიკოლოზ სააკაშვილი სკოლის მოსწავლეა და საქართელოში ცხოვრობს, უფროსი ვაჟი ედუარდი კი ამერიკაში ცხოვრობს და ჟურნალისტის კარიერისთვის ემზადება.

ედუარდმა წელს სუორტმორის კოლეჯი წარმატებთ დაამთავრა. ედუარდ სააკაშვილმა ბაკალავრის დიპლომი ერთდროულად კინო-მედია კომუნიკაციებისა და ფიზიკის მეცნიერებაში აიღო.

სტუდენტის სტატუსის მიღებისთანავე მუშაობა დაიწყო კოლეჯის გაზეთში და ფიზიკის ლაბორატორიაში. 2013 წელს ედუარდი წლის საუკეთესო კურსდამთავრებულის და განათლების სამინისტროს ოქროს მედლით დაჯილდოვდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მას უნდა, რომ ბედნიერი იყოს იმ საქმეში, რასაც აკეთებს, მაგრამ ლაბორატორიაში ბედნიერება ვერ იპოვა.

მას შემდეგ, რაც ახალი და საინტერესო თავგადასავალი კინოხელოვნებაში და მედია-კომუნიკაციებში იპოვა, სუორტმორის კოლეჯში ადგილობრივ რადიოში მუსიკალური პროექტები წამოიწყო. 4 წლის წინ კი პოლიტიკასა და ეკონომიკას პროტესტი თავად გამოუცხადა, როცა თბილისში სკოლის დასრულების შემდეგ ედუარდი მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა მიიღეს.

წაიკითხეთ ასევე: "ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის!" - ნიკოლოზ სააკაშვილი მუშკეტერი გახდა

ჰყავს თუ არა რჩეული ედუჩა სააკაშვილს? - ექს-პრეზიდენტის რეკორდსმენი ვაჟის ამერიკული ცხოვრება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს