"ეს პატარა საბაა. პოლიციის ვერტმფრენს "ბაბუს" ეძახის... მისი ბაბუა გმირი მფრინავია"

"ეს პატარა საბაა. პოლიციის ვერტმფრენს "ბაბუს" ეძახის... მისი ბაბუა გმირი მფრინავია"

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა რამდენიმე თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა, მათ შორის არიან მფრინავები და ეკიპაჟის წევრები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ზაფხულში ხანძრებს ებრძოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მინისტრის ბრძანებით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის", ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს 4 თანამშრომელი სამინისტროს მედალიონით -"განსაკუთრებული დამსახურებისთვის" დაჯილდოვდა.

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია ფეისბუქის პირად გვერდზე ერთ-ერთი დაჯილდოვებული მფრინავის - ზაზა ლორიას და მისი შვილიშვილის, პატარა საბას ფოტოებს ავრცელებს შემდეგი მინაწერით:

"ეს პატარა საბაა. ის პოლიციის ვერტმფრენს "ბაბუს" ეძახის... მისი ბაბუა შსს-ს გმირი მფრინავია. დღეს იგი გიორგი მღებრიშვილმა მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა, მისი ოჯახის წევრები ამაყობენ... პატარა საბასთვის კი ბაბუ ადამიანია, რომელიც ყველაზე მაღლა დაფრინავს, რომელიც მას ყველაზე მეტად ანებივრებს, რომელსაც უნდა, რომ ჰგავდეს და რომელიც მისთვის ყველაზე ძლიერია, არწივსაც კი სჯაბნის.

მართლაც, ვერტმფრენი, სახელად "ბაბუ" ყოველდღე საქართველოს ემსახურება. უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და კიდევ ბევრის იმედია... მაგარი ბაბუა ჰყავს საბას - პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ის 30 წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანას ციდან გადმოჰყურებს. მის რელიეფზე ამოქარგული ყოველი ხაზი და ფერი იცის, მისი ტკივილი და სიხარულიც... ვერტმფრენი" ბაბუ" ხვალ ისევ ცაში აფრინდება..." - წერს პერტაია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს