"სასწაულად გადარჩა..." - დათო არჩვაძე ავარიაში მოყვა

"სასწაულად გადარჩა..." - დათო არჩვაძე ავარიაში მოყვა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) ფეისბუქის პირად გვერდზე საავადმყოფოს პალატაში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. საავადმყოფოში სასულიერო პირი მომღერლისა და კომპოზიტორის დათო არჩვაძის მოსანახულებლადაა მომღერალ ეკა კვალიაშვილთან ერთად. როგორც ირკვევა, არჩვაძე ავარიაში მოყვა.

"ცხოვრება ხშირად არასასიამოვნო წუთებს გვიმზადებს, მაგრამ სადაც უამრავს სჭირდები, შეუძლებელია მწუხარება სიხარულად არ გექცეს... მადლობა ღმერთს, დათო სასწაულად გადარჩა და ამერიკაშიც წავა, ემიგრანტების გულის გასახარად... ნანუკას შოუში მოგებული მანქანა აღარ ყავს, მაგრამ მთავარია, დათო გვყავს..." - წერს პეტრე კოლხი.

დეტალების გასარკვევად AMBEBI.GE-მ მომღერალთან დაკავშირება სცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამიტომ მამა პეტრეს დავუკავშირდით.

- დათო გვიან ღამით მოხვდა ავარიაში. მანქანა საერთოდ აღარ ვარგა, დიდი ალბათობით ფატალურად უნდა დასრულებულიყო ეს შემთხვევა, მაგრამ დათო გადარჩა. მას მხოლოდ დაჟეჟილობა აქვს და სხვა გართულებები არ აღენიშნება.

- რა გახდა ავარიის მიზეზი და როდემდე დარჩება დათო საავადმყოფოში?

- გადაღლილი იყო, საჭესთან ჩაეძინა და ამ დროს მოხდა ავარია. ის ამ დრომდე რჩება რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუმცა როდის გაწერენ ჯერჯერობით უცნობია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს..." - გიგა მაქარაშვილი გოლეთიანს მიმართავს

რუსკა მაყაშვილი მეორე შვილის დედა გახდა - რა დაარქვა ბავშვს მსახიობმა

“მინდა დავამშვიდო მიშა, მის მიერ აშენებული ლამაზი შენობები არ ჩაიძირება" - რას პასუხობს გოცირიძე სააკაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით?