"ბიორკი და ქოთნის ლობიო" - ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

"ბიორკი და ქოთნის ლობიო" - ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

რამდენიმე დღეა ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი Björk საქართველოში იმყოფება. ის თბილისში 12 კაციან ჯგუფთთან ერთად 28 ოქტომბერს ჩამოვიდა. ლეგენდარულმა მუსიკოსმა გუშინ თბილისის საკონცერტო დარბაზში პირველი კონცერტი გამართა. ემოციებით და მუსიკით სავსე საღამო 2 საათს გაგრძელდა და ისლანდიელი შემსრულებელი ყოველი კომპოზიციის შემდეგ, მსმენელებს მადლობას ქართულ ენაზე უხდიდა.

როგორც აღმოჩნდა ლეგენდარული მუსიკოსი ქართულმა სამზარეულომაც მოხიბლა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კაფე "ლეილაში" გადაღებული ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ მიირთმევს ისლანდიელი მუსიკოსი ლობიოს. "ბიორკი და ქოთნის ლობიო" - წერია ფოტოს კომენტარში.

Björk მეორე კონცერტს 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს. კონცერტებს თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS წარმოადგენს.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს