"ძალიან მიმძიმს სიჩუმე და მტკივა გული... მარტო საქართველოში..." - რას წერს სოფო შევარდნაძე ბაბუაზე

"ძალიან მიმძიმს სიჩუმე და მტკივა გული... მარტო საქართველოში..." - რას წერს სოფო შევარდნაძე ბაბუაზე

ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე ბაბუაზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე ედუარდ შევარდნაძეზე პოსტს ავრცელებს. ტელეწამყვანი წუხილს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში გახსნილ გამოფენაზე, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევას ეძღვნებოდა, ედუარდ შევარდნაძის ფოტოსთვის ადგილი არ მოიძებნა:

"ძალიან იშვიათად ვწერ ჩემს ბაბუაზე საერთოდ რამეს, მითუმეტეს პოლიტიკურ კონტექსტში. მაგრამ არის მომენტები, როდესაც ძალიან მიმძიმს სიჩუმე და მტკივა გული. მარტო საქართველოში შეიძლება გაიხსნას ევროპის მოედანზე გამოფენა ბერლინის კედლის ფრაგმენტიდან და არ იყოს იქ ჩემი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ფოტო. ეს არც ადამიანურ, არც ობიექტურ და მით უმეტეს არც ისტორიულ ლოგიკაში არ ჯდება. საინტერესოა, თუ საერთოდ ექნებოდა ხალხს იმის საშუალება, რომ კედლის ფრაგმენტს ხელით შეეხოს, არამც თუ ჩემი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის უდიდესი როლი ბერლინის კედლის დანგრევაში და ევროპის გაერთიანებაში. მარტო საქართველოში..." - წერს სოფო შევარდნაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილებმა საქართველოში გერმანიის ელჩს წერილით მიმართეს. ერილში, რომელიც ჰაიკე ფაიჩის გაეგზავნა, შევარდნაძეები გულისტკივილს გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ადგილი ვერ გამოინახა.

წაიკითხეთ: ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავენ

სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კოკო გამსახურდია უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"10 წელი კი გასულა" - რა ფოტოებს აქვეყნებს ელენე ხოშტარია ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით