"სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში" - გურამ კაშია

"სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში" - გურამ კაშია

გურამ კაშია ამბობს, რომ ვიდრე ერთი გულშემატკივარი მაინც ჰყავს, მის გამო გამოცხადდება ნაკრებში, ფეხბურთელმა პოსტი "ფეისბუქზე" ქუთაისში გამართული მატჩის შემდეგ დაწერა.

"მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში," - წერს კაშია.

"ქართული მარშის" წევრები ქუთაისში მატჩის დროს "ტორპედოს" სტადიონზე შეიჭრნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი.

"მარშელები" "ვიტესის" კაპიტნის და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრ გურამ კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებენ.

სტადიონზე შეჭრამდე ისინი აფეთქებდნენ პიროტექნიკას, მოგვიანებით კი ლგბტ თემის დროშა დაწვეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბელორუსთან გუშინ ფრედ ითამაშა. მატჩი 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლები სიხარულიძემ და დვალმა გაიტანეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს