"დავიღალე თქვენთან ბრძოლით!" - მაია ასათიანი მისი კაბის გამო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

"დავიღალე თქვენთან ბრძოლით!" -  მაია ასათიანი მისი კაბის გამო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

ტელეწამყვანი მაია ასათიანი საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელმაც ბოლო გადაცემის პრომოში მისი იმიჯი გააკრიტიკა. პროფილის მომდევნო გადაცემის პრომოში მაია ასათიანს შავი, სექსუალური კაბა აცვია, რაც როგორც ჩანს სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა და ამ ინფორმაციამ ტელეწამყვანამდეც მიაღწია. ამ აჟიოტაჟის საპასუხოდ, მაია ასათიანი "პროფილის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს კომენტარს:

"ეს კაბა ეთერში მაცვია მესამედ! პირველად - ნუცას გარდაცვალების შემდეგ! მაცადეთ ცხოვრება! გიჟივით ქუჩაში რომ დავრბოდე და ვკიოდე, ხომ ვიქნებოდი თქვენთვის მისაღები? თავს გადააქნევდით სევდიანი სახეებით და საწყალი გაგიჟდაო იტყოდით. მაცადეთ სანამ მე თვითონ მოვკვდები და შემარგეთ რომ ცოცხალი ვარ! დავიღალე თქვენთან ბრძოლით!" - მაია ასათიანი.

ნახეთ ვიდეო: "მაცადეთ, სანამ მე თვითონ მოვკვდები და შემარგეთ, რომ ცოცხალი ვარ!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს