17:30 / 14-11-2017
"ახლა დავწერ ერთ დიდ სიმართლეს..." - რას წერს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მინისტრის წასვლის შემდეგ
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ორწლიანი მინისტრობის პერიოდი შეაფასა და მადლობა გადაუხადა სამართალდამცველ უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს თანამშრომლობისთვის. გიორგი მღებრიშვილმა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ მინისტრის თანამდებობა დატოვა და უხელმძღვანელებს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს, რომელიც საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმის და რეორგანიზაციის შედეგად იქმნება.

მინისტრის წასვლასთან დაკავშირებით, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია ვრცელ პოსტს წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"სუბიექტური ვარ? ალბათ, ცოტა... თუმცა ყველამ იცის, რომ ტყუილი
მძაგს და ამიტომ ახლა დავწერ ერთ დიდ სიმართლეს. ადამიანი, რომელსაც ეს პოსტი ეხება, ერთგული პიროვნება, უღალატო მეგობარი და სამართლიანი მენეჯერია...

წლებია, ვიცნობ და არასდროს უღალატია ღირსებისთვის, სიტყვისთვის, საქმისთვის... პოლიციელის ოჯახიდანაა და კარგად აქვს გათავისებული სამართალდამცველის ტკივილიც და სიხარულიც...

ძალიან განიცდიდა, თუ ვინმე პოლიციას საზოგადოებისგან განყენებულ მხარედ განიხილავდა. ხშირად ამბობდა, რომ პოლიცია - ესაა საზოგადოების საიმედო და ძლიერი ნაწილი. შედეგად, მან შექმნა საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია. ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდა რეალობას... ალბათ, ესაა მისი სუსტი და ძლიერი მხარეც... ესაა ის, რაც ბევრმა არ იცის...

თუმცა, რაც უკვე ცნობილია და ვფიქრობ, ისტორია კიდევ უფრო უკეთ აღნუსხავს, არის ის, რომ იგი პროგრესულად მოაზროვნე, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანია. მას ეკუთვნის ახალი თაობის, 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური პოლიციის მოდელის საქართველოში დანერგვის იდეა, რომლის ფუნდამენტიც უკვე ჩაყრილია. მსგავსი პროექტის ანალოგი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე განვითარებულ ქვეყანას აქვს.

და, რაც მთავარია, ის იდეებს ყოველთვის ხორცს ასხამს და ამას 24 საათიანი, დაუღალავი მუშაობის შედეგად აღწევს. სადაც არ უნდა იყოს, აუცილებლად გარდაქმნის უწყებას ადამიანებზე, მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ ცოცხალ ორგანიზმად და არა ბიუროკრატიულ მანქანად.

რთული იყო ბეწვის ხიდზე სიარული… რთული იყო წონასწორობის შენარჩუნება ძლიერ, საიმედო პოლიციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ორიენტირებულ მიდგომებს შორის... იყო რთული გამოწვევები, რომლებსაც, ვფიქრობ, მან ისევე ღირსეულად გაართვა თავი, როგორც ყოველთვის... ამას მომავალი უფრო მკაფიოდ გამოაჩენს" - წერს პერტაია ფეისბუქის პირად გვერდზე.
09:51 / 18-11-2017
პოლიციელი
0
ეხლა რიგით პოლიციელებს კითხეთ როგორი მინისტრი იყო. 900 ლარზე რომ ზიან და ბანკის ვალებით იხრჩობიან. კარგი მინისტრი იყო მათთვის ვისც დიდი ხელფასები და თანამდებობები ჰქონდათ.
13:59 / 15-11-2017
kukulina
9
კარგი ერთი,მაშინ მერაბიშვილზე რა უნდა ვთქვათ საერთოდ,მიბრძანდი გენაცვალე გეყოთ რაც გამოჭამეთ ბიუჯეტი.
მსგავსი სიახლეები
როყვა ამ წუთებში შესაბამის განყოფილებაში გადაჰყავთ
ზაზა ლორია 30 წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანას ციდან გადმოჰყურებს
პატრულ-ინსპექტორის შეტყობინება 112-ში იმაზე ადრეა შესული, ვიდრე ადგილობრივმა მოქალაქეებმა დარეკეს
+VIDEO შანიძე ამბობს, რომ ამჟამად გარდაცვლილი პირი ხშირად სვამდა და იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს
ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა
ვანის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ სავარაუდოდ ნარკორეალიზატორი დააკავა
დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
09:36 / 20-11-2017  Image სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად !+ ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
Jeep -ის ცენტრში ნამდვილი Jeep -ის შეძენისას ავტომობილის მომსახურებას მიიღებთ აბსოლუტურად უფასოდ სრულ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49