"ერთი მძღოლი მაინც წარმოიდგენს, რას ნიშნავს ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება?!" - რას წერს სასწრაფოს ექიმი უმძიმესი ავარიის შესახებ

"ერთი მძღოლი მაინც წარმოიდგენს, რას ნიშნავს ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება?!" - რას წერს სასწრაფოს ექიმი უმძიმესი ავარიის შესახებ

თემქაზე დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა. 7 წლის გოგონა იაშვილის სახელობის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. 16 წლის გოგონა, კი უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს მე-5 საავადმყოფოში, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავარიის შესახებ ფეისბუქის გვერდზე წერს სასწრაფოს ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილას სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მივიდა ბრიგადასთან ერთად:

"დღეს 7 წლის ლიზი გაკვეთილზე ვერ მივიდა.... ვერც 16 წლის მარიკა...

იმიტომ რომ მანქანის მორიგ არასწორ მანევრირებას, გადაჭარბებულ სიჩქარეს და უყურადღებობას თავისი საზღაური აქვს, სიცოცხლით გადასახდელი საზღაური...

არ მიყვარს მძიმე თემებზე წერა,მაგრამ ახლა დავწერ!!!

ჩემი 1000 ფეისბუქ მეგობარიდან ერთი მძღოლი მაინც თუ წარმოიდგენს, რას ნიშნავს ექიმისთვის ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება! როცა ხვდები, როგორი უმწეო ხარ ამ პატარა გოგოს დამტვრეული სახის წინაშე, მთელი გზა ყვირი "ჩქარა", არადა ისედაც არანორმალური მანევრებით ცდილობს მძღოლი დილის საცობებისგან თავის დაღწევას... კლინიკის ყველა ექიმს შენსავით ეწვება თვალები ცრემლებისგან და ყველა ერთად ცდილობთ პატარა, აზელილი სხეულიდან სიცოცხლე არ გაგეპაროთ...

იცით თქვენს მიერ საჭის ერთ არასწორ მოძრაობას სიკვდილი რომ მოაქვს?? ამ სიკვდილს დღეს ჩემთვის ლიზი ერქვა, ულამაზესი, სიფრიფანა ლიზი... #გთხოვთ #იარეთ #ნელა !!!!" - წერს სასწრაფოს ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-7 ნაწილით აღიძრა (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია).

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს