გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. აამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი. დაჭრილებს მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თემას მთელი დღეა აქტიურად ეხმაურებიან სოციალურ ქსელებში:

დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი:

ჩვეულებრივი გმირია ის სპეცრაზმელი...

ჩვენი დროის გმირი, რომელმაც ყველაზე მეტი გაიღო სამშობლოსთვის...

ჩემი ფიქრებით მის ოჯახთან ვარ. სამარადისო დიდება მას!

ეკა ლომიძე, ჟურნალისტი:

როცა ვინმე კვდება, მტკივა, ძალიან მტკივა, მაგრამ როცა ჯარისკაცი (სპეცრაზმელი), მაშველი, მეხანძრე, პოლიციელი კვდება სხვანაირი ტკივილი ჩნდება, რაღაცნაირად, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან ნებისმიერი მათგანი ჩემი უსაფრთხოებისთვის კვდება და მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო მათთვის. ვტირი ახლა იმ ბიჭის გამო, ვინც ცოტა ხნის წინ გაცილდა სხეულს, რომელსაც მალე დამარხავენ და ყველაზე მეტად მის დედას, ცოლს და შვილებს დააკლდება (ალბათ ყველა ჰყავდა, ალბათ შვილები დარჩა). ვტირი იმ ბიჭს, რომელიც ძალიან მაგარი იყო, სხვანაირები იქ, იმ სპეციალურ სამსახურებში არ მუშაობენ. მეტნაკლებად ვიცნობ მათი მუშაობის სპეციფიკას და ზუსტად ვიცი, რომ ისინი გმირულად დაღუპვის გარეშეც გმირები არიან და სწორედ სამსახურის სპეციფიურობის გამო, სიკვდილის შემდეგაც არ შეიძლება მათი ვინაობის გახმაურება. იმის თქმა მინდა, ჩემო კოლეგებო, ვიდრე იტყოდეთ ვინ იყო ის, დაფიქრდით, იკითხეთ, შეიძლება თუ არა თქვათ მისი ვინაობა ღიად, ამით საფრთხე არ შეუქმნათ სხვებს, გადარჩენილებს.

პ.ს. ცნობისათვის, სამუშაო პროცესში მათ არ აქვთ საკუთარი სახელები, ისინი ნომრებით, ან სპეციალური ტერმინებით მიმართავენ ერთმანეთს და თქვენ რომ შესაძლოა სიკეთე გეგონოთ, სიკვდილის შემდეგაც მათი ვინაობის დასახელება შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს ოჯახისთვისაც კი, არათუ თანამებრძოლებისთვის.

ლევან ჯობავა, ჟურნალისტი:

ჩვენი ოჯახის წევრი არის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი!

გუშინ საღამოდან მოყოლებული თავის სამსაზურეიბრივ მოვალეობას ასრულებს! სახლში ელოდება ახალგაზრდა ორსული ცოლი!

არ მოსულა ამ ბიჭებზე ღლიცინი! არც ის მოსულა ეკრანიდან, რო გესმის "გარდაცვლილია ერთი ადამიანი სავარაუდოდ მეხანძრე-მაშველი ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება".

არც ის მოსულა პირდაპირ ეთერში, როცა ექიმი აცხადებს, რომ სპეცრაზმელი დაიღუპა აჯახო კითხვა "დაღუპულის სახელი და გვარი?

არ მოსულა სახალხო ღლიცინი მაშინ, როცა შენს ქალაქში ტერორისტები ისვრიან!

არც ის მოსულა ჩემი თაობის ბიჭებს და უფრო პატარებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის ალტერნატივად დაცვის პოლიციას რო გვთავაზობენ, საცეცხლე მომზადებაზე და პირველად დახმარებაზე მასობრივად რო არ გვაქ წარმოდგენა არც ეგ მოსულა!

13 ივნისს ერთობა გამოგვივიდა და გვიხაროდა ყველას! დღეს ერთობა არ გამოგვივიდა და არ მოსულა ეგ!

ერთით ნაკლები სამხედრო დაბრუნდება დღეს სახლში!

ხათუნა გაგნიძე, ჟურნალისტი:

ბოროტებასთან ბრძოლის დღე, რომელმაც კიდევ ერთი ბავშვი დააობლა! ჩართვას ვუსმენდი, - დაჭრილს საავადმყოფოში მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ელოდებიანო... მათ ალბათ პირველებმა შეიტყვეს გარდაცვალების შესახებ მწარე ამბავი - სპეცრაზმელი გმირია!

მარი გრიგოლია:

სპეცრაზმელი.........

საქართველოს კიდევ ერთი გმირი შეეწირა!

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

გმირია ის ბიჭი, ვინც ცოტა ხნის წინ დაიღუპა, სპეცრაზმელი! პროფესიონალი გმირი.

აქამდე მეგონა, მარტო ჟურნალისტიკის მასწავლებლები ცხოვრობდნენ ჩემს საქართველოში, აი, პროფესიის მიუხედავად, ყველა რომ ჭკუას მასწავლიდა, რა თემა უნდა გავაშუქო, როგორ უნდა გავაშუქო, ვინ უნდა მოვიყვანო, ვინ არ უნდა მოვიყვანო, რა უნდა ვკითხო, რა არ უნდა ვკითხო და კიდევ, რა ინტონაციით უნდა ვკითხო... დღეიდან უკვე ვიცი, რომ ქვეყანას ტერორიზმთან მებრძოლი ასობით (ან ათასობით) სპეციალისტი ჰყოლია,ზუსტად რომ იციან, რამდენ ხანში უნდა ჩატარდეს სპეცოპერაცია, როგორი მხრიდან უნდა განხორციელდეს შტურმი, როგორ უნდა განეიტრალდნენ ტერორისტები, როგორ უნდა დაიგეგმოს შეტევა. ყველას რომ უნდობლობას უცხადებენ და მარტო თვითონ იციან ჩემი საქართველო აქ არის. ვახ!!

გია როინიშვილი, მსახიობი:

სპეცრაზმელი, ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა! ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, საქართველოს.

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი:

სპეცრაზმელი... ნათელი დაადგეს. სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა. ქედს ვიხრი მის წინაშე! მისი ოჯახის წინაშე! მისი კოლეგების წინაშე!

თამთა გაზაშვილი, ჟურნალისტი:

პირველად გამიჭირდა ახალი ამბის გამოცხადება... 41 წლის სპეცრაზმელი დაიღუპა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს