"ყველა მეკითხებოდა რა გაცვიაო?!" - სოციალურ ქსელებში სოფო ნიჟარაძის სექსუალურ შავ კაბას და დეკოლტეს განიხილავენ

"ყველა მეკითხებოდა რა გაცვიაო?!" - სოციალურ ქსელებში სოფო ნიჟარაძის სექსუალურ შავ კაბას და დეკოლტეს განიხილავენ

რამდენიმე დღის წინ ჰამბურგში (გერმანია) საერთაშორისო მუსიკალური პრემია Daf Bama Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პრემიაზე წარდგენილი იყო ასევე ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომელმაც "Best Georgian Act" ნომინაციაში გაიმარჯვა. ცერემონიაზე მომღერალი დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის სექსუალური შავი კაბით გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო

"მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, რომლებიც ხმას გვაძლევდნენ და მხარს მიჭერდნენ დიდი ხნის განმავლობაში.

ყველა მეკითხებოდა რა გაცვიაო?! დათუნა, რა თქმა უნდა", - წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში და ღონისძიების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

Daf Bama Music Awards უკვე მესამე წელია, რაც მსოფლიო მუსიკალური სფეროს წარმომადგენლებს ენიჭებათ. Facebook-ის, Twitter-ისა ან Instagram-ის მომხმარებლები ქართველ მომღერალს თვეების განმავლობაში აძლევდნენ ხმას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს