"ფეისბუქზე" საბავშვო ევროვიზიის შედეგებს ეხმაურებიან - რას პასუხობს კრიტიკოსებს სოფო გელოვანი

"ფეისბუქზე" საბავშვო ევროვიზიის შედეგებს ეხმაურებიან - რას პასუხობს კრიტიკოსებს სოფო გელოვანი

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings. რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო. მეორე ადგილი, 185 ქულით ქართველ მომღერალ გრიგოლ ყიფშიძეს ერგო, ხოლო მესამეზე ავსტრალიელი გავიდა.

კონკურსის შედეგებს სოციალურ ქსელში კრიტიკულად ეხმაურებიან ცნობილი ქართველები:

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:

ქვეყნის დემორალიზება 12 ქულასაც შეუძლია... "ღრუზინული ჟიური"

კახა მამულაშვილი (მამულიჩა), მუსიკალური პროდუსერი:

ვერაფერი ვერ გავიგე... სოფოს არ მიუცია ხმა, თამრიკო სხვიტარიძეს არ მიუცია ხმა... ვინმემ ჯადოსნური ჯოხი მოიქნია?

სოფო ნიჟარაძე, მომღერალი:

ჩვენი საამაყო ბიჭი მოგებული იყო, რომ არა საკუთარი ქვეყნის ჟიურის გადაწყვეტილება, რამაც 3 ქულის სხვაობით მეორე ადგილზე გაიყვანა. ვამაყობთ შენით გრიგოლ! ორმა წევრმა განაცხადა, რომ არ მიუციათ უმაღლესი შეფასება, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს, მეორე ან მესამე ადგილზეც რომ გაეყვანათ და დანარჩენ წევრებს პირველზე ან თუნდაც მესამეზე, საშუალო არითმეტიკულით მაინც 12 ანუ ყველაზე მაღალი შეფასება ექნებოდა, გააჩნია სხვა ქვეყნების განლაგებას და ასევე ჟიურის სხვა წევრების ქულებს!

დავით კოვზირიძე, ტელეწამყვანი:

საბავშვო, ისევე, როგორც საუფროსო ევროვიზია, არის მარაზმი და მარაზმში ნუ გიკვირთ სხვა მარაზმები. ეგ ჟიური მუსიკას საერთოდ უნდა მოშორდეს.

გიორგი ხაბურძანია, პროდუსერი:

სერგო ორჯონიკიძე მჯდარა ევროვიზიის ჟიურიში.

თამთა ჭელიძე, მომღერალი:

ევროვიზია, ვერ გევიგე?

კოკო როინიშვილი, მსახიობი:

რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში ქართველების მინიჭებული 12 ქულით. საზოგადოებრივ მაუწყებელზე (ჩვენი ფულით დაფინანსებულ არხზე) ოკუპანტების დროშა აფრიალეს. სირცხვილია.... სახელმწიფოებრიობის შეგრძნება რატომ არ გვაქვს??? არ შეიძლება რომ უარი ვთქვა ჩემ წილზე საზოგადოებრივ მაუწყებელში? არ მინდა რომ ეს არხი დავაფინანსო 1 თეთრითაც კი...

ლაშა მიქაძე, ჟურნალისტი:

ჟიურის 12 ქულა რომ არ მოგვეწონა ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ აბა რომელმა თქვენგანმა შეიწუხა თავი და გრიგოლ ყიფშიძეს ხმა მისცა?! 2 წუთის საქმე იყო და გავიმარჯვებდით

ირაკლი მაისურაძე, ჟურნალისტი:

სირცხვილია "დამოუკიდებელი" ჟიური. გრცხვენოდეთ თქვენი სახელი ყველა ქართველმა უნდა იცოდეს

გიორგი უძილაური, ჟურნალისტი:

საბავშვო ევროვიზია 2017 თბილისში რუსმა გოგონამ მოიგო, რასაც სოციალურ ქსელებში პოლიტიკური გარჩევები მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი გაბრაზდა რუსი ბავშვის თბილისში გამარჯვებაზე და ჟიურის ქართული ნაწილის მიერ მიცემულ ქულებზე. როგორც ჩანს, ბევრს სურდა თბილისის ევროვიზიაზეც ქართული მხარე მოქცეულიყო ისევე, როგორც ნოემბრის დასაწყისში, თბილისში გამართულ მულტფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც რუსეთიდან ჩამოსულ ბავშვებს სულ ოკუპანტები ეძახეს. ასეთი რეაციებით საქართველო კომიკურ სიტუაციაში ვარდება. ერთსა და იმავე თბილისში რუს ბავშვებს ოკუპანტებს უწოდებენ და იმავე თბილისში რუს ტურისტებს (რომელთაგან კაცმა არ იცის, რამდენს უომია 2008-ში ქართველების წინააღმდეგ) გაბადრული სახეებით ეხვეწებიან, მობრძანდით, ღვინო უფასოდ დაგვიჭაშნიკეთო...

რეალურად, ეს ყველაფერი არც პატრიოტიზმით აიხსნება და არც ბავშვებზე ლაჩრული შეტევებით. მსგავსი კომპლექსები დამარცხებული საზოგადოების თვისებაა. ამიტომ, საბავშვო ევროვიზიის შედეგი ჩვენი სირცხვილი კი არა, პატივია. საქართველო ნელ-ნელა მაინც ნორმალური ფსიქიკის სახელმწიფოდ ყალიბდება, სადაც კონკურსები და შეჯიბრები ნელნელა განყენებული ხდება პოლიტიკისა და ისტორიისგან.

მარინა ბერიძე, მუსიკალური პროდუსერი:

სირცხვილი ევროვიზიის ჟიურის!!

გავრცელებული კომენტარების გამო, "ფეისბუქის" პირად გვერდზე განმარტება გააკეთა ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, მომღერალმა სოფო გელოვანმა:

"საწყენია, რომ საქართველოს წარმომადგენელმა მხოლოდ მეორე ადგილი აიღო, მითუმეტეს, რომ გრიგოლი გამარჯვებას ყველაზე მეტად იმსახურებდა. საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოლემიკამ ისეთი მძაფრი ფორმა მიიღო, რომ იძულებული გავხდი საკითხით დაინტერესებული პირებისათვის ასეთი განმარტება გამეკეთებინა. მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო: როგორც ჟიურის ერთ-ერთ წევრს არ მიმიცია უმაღლესი შეფასება რუსი კონკურსანტისათვის" - წერს სოფო გელოვანი.

განმარტების გაკეთებმა მოუხდა ასევე "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელ ზაზა შენგელიას, რომელიც ბევრს ეგონა, რომ საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრი გახლდათ:

ზაზა შენგელია, "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელი:

- მეგობრებო, მინდა სიცხადე შევიტანო ფეისბუქზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მე ვიყავი იმ ჟიურის თავმჯდომარე, რომელმაც გამოავლინა წლევანდელ საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს სახელით მონაწილე კონკურსანტის ვინაობა. ჩვენს მიერ შერჩეული კონკურსანტი იყო გრიგოლ ყიფშიძე, რომელიც ყველაზე საუკეთესო კანდიდატად მიმაჩნდა მაშინაც და მიმაჩნია დღესაც. აგრეთვე, ჩვენმა ჟიურიმ შეარჩია გამარჯვებული სიმღერაც ჩვენს მიერ გამოვლენილი კონკურსანტისათვის. ჩემს გარდა ჟიურის შემადგენლობაში მუშაობდნენ დათო ევგენიძე, მაია ბარათაშვილი, გიორგი ასანიშვილი და ელისო შენგელია. ჟიურიმ მუშაობა 2 თვის წინ დაასრულა და ამით ფუნქციონირება შეწყვიტა. That's it! იმედია ფაქტი ყველასათვის გასაგები გახდება, მადლობა ყურადღებისათვის P.S. ევროვიზიის კონკურსი უკვე რამოდენიმე წელია მკაცრი კრიტიკის საგანს წარმოადგენს ხმის მიცემის ინვალიდი სისტემის გამო...

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი გუშინ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. საქართველომ საბავშვო ევროფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა. კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა.

წაიკითხეთ ასევე: "საქართველოში რუსეთის გამარჯვება ტეხავს..." - რას წერს "ფეისბუქზე" საბავშვო ევროვიზიის ჟიურის წევრი კონკურსის დასრულების შემდეგ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს