"მკვლელის დაფარვა ბოროტების ხელშეწყობა, დანაშაულში მონაწილეობის ტოლფასი, მკვლელის მიმართ სოლიდარობაა"- ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქზე" წერს, ის ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხმიანება.
"ვინც მკვლელობას შეესწრო, ყველა იმ ბავშვის დედა და მამა შვილებს მხარში უნდა დაუდგეს, შიში დააძლევინოს და გააგებინოს, ბოროტების მხილების, მისი დაგმობის "ჩაშვებად" მონათლვა ფლიდების და მხდალების მოგონილი ტერორია და ნუ იქნებიან ამ ტერორის მორჩილი. მკვლელის დაფარვა ბოროტების ხელშეწყობა, დანაშაულში მონაწილეობის ტოლფასი, მკვლელის მიმართ სოლიდარობაა.
დედებს და მამებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, უკომპრომისო პოზიცია სადისტური მკვლელობის მიმართ. სხვანაირად ვერასდროს ოდნავადაც კი წინ ვერ წავა ჩვენი ქვეყნის გონებრივი და ზნეობრივი განვითარება," - წერს ფანჯიკიძე.