"შს მინისტრად რომ წავიდა, მივწერე ფერმერობას აპირებდი და მანდ რამ წაგიყვანათქო" - რას წერს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გახარიაზე

"შს მინისტრად რომ წავიდა, მივწერე ფერმერობას აპირებდი და მანდ რამ წაგიყვანათქო" - რას წერს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გახარიაზე

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შს მინისტრთან გიორგი გახარიას შესახებ წერს:

"გიორგი გახარია პირველად გავიცანი როდესაც ფერმერებს ქონდათ პრობლემა, მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო პირდაპირ მივედი და დახმარება ვთხოვე. მოვუყევი, რა გასაჭირი ქონდა ჩემს ფერმერს ვუთხარი, რომ მისი მონაყოლით მისი ბიზნესი ვიღაცის ინტერესებს კვეთთდა! მიპასუხა მე არ ვუწევ ანგარიშს არავის და არ მაინტერესებს ვინ ვისი მეგობარი და ახლობელია, თუ სიმართლე შენი ფერმერის მხარეს არის, მის სასიკეთოდ გადაწყდება, ხუთი დღე მომეცი, საქმის შესასწავლადო. გავიდა ერთი კვირა და ჩემმა ფერმერმა დამირეკა და მადლობა გადამიხადა. ასე დავმეგობრდით. მერე ეკონომიკის მინისტრი გახდა. არც იქ ვასვენებდი, ხან ვის პრობლემაზე ვაწუხებდი ხან ვისაზე. საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ მისთვის მეგობრობა და ნაცნობობა არ არსებობს! მტკიცედ იცავს პრინციპებს ძალიან მტკიცედ, ფერმერებთან შეხვედრაზე თქვა რომ, როცა სამინისტროდან წავალ, ფერმერი გავხდებიო! როცა შს მინისტრად წავიდა, მესიჯი მივწერე კაცი ფერმერობას აპირებდი და მანდ რამ წაგიყვანა საერთოდ უცნობ სფეროში რა უნდა გააკეთოთქო?! პასუხი არ მოუწერია ალბათ ეწყინა, რომ ვერ დავიჯერე რომ შეეძლო გამკლავება! ძალიან ვცდებოდი. თურმე, სწორი ღირებულების წესიერი ადამიანები ამარცხებენ კრიმინალსაც და სტერეოტიპსაც! პრინციპული წარმატება შენ გიორგი!!" - წერს ზამბახიძე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს