სანდრა რულოვსი ქმრის დაკავებას ეხმიანება - "ახლა იწყება ბრძოლა უკრაინასა და საქართველოში"

სანდრა რულოვსი ქმრის დაკავებას ეხმიანება - "ახლა იწყება ბრძოლა უკრაინასა და საქართველოში"

მიხეილ სააკაშვილის ცოლი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ნამდვილი ბრძოლა უკრაინასა და საქართველოში ახლა იწყება. რულოვსი ქმრის დაკავებას "ფეისბუქზე" ეხმიანება. 

"როგორც უკვე ცნობილია, პოროშენკომ დღეს კიევის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაში, განახორციელა ჩემს მეუღლეზე თავდასხმა. ჰგონიათ, რომ ეს არის თვეების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრული, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში!", - წერს რულოვსი. 

ექს-პრეზიდენტის ცოლი, აჟამად, თბილისში იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილი კიევში ცოტა ხნის წინ დააკავეს, ის სამართალდამცველებმა მიკროავტობუსში ჩასვეს და ცდილობენ, სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანონ, თუმცა მიკროავტობუსი სააკაშვილის მომხრეებს ჰყავთ ბლოკირებული.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს