"მისთვის ცხოვრება მხოლოდ სიკვდილი ვერაფრით იქნება... გოგი, გამოჩნდი!" - რას ჰყვება გაუჩინარებულ 17 წლის ბიჭზე მისი და

"მისთვის ცხოვრება მხოლოდ სიკვდილი ვერაფრით იქნება... გოგი, გამოჩნდი!" - რას ჰყვება გაუჩინარებულ 17 წლის ბიჭზე მისი და

რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბობოყვათის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, გოგი დოლიძე გაუჩინარდა. ის 7 დეკემბრის დილას სახლიდან სკოლისაკენ გაეშურა, თუმცა, ამის ნაცვლად სოფელ ბობოყვათიდან ქობულეთში მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში ჩაჯდა და ქობულეთში ჩავიდა. საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.

გოგის ძებნა სამართალდამცავებმა 7 დეკემბრის საღამოსვე დაიწყეს. ოჯახი, თავდაპირველად მის გაუჩინარებას ინტერნეტთამაშს "ლურჯ ვეშაპს" უკავშირებდა, თუმცა, დღეისთვის ეს ვერსია სამართალდამცველებმა გამორიცხეს, - გაუჩინარებული მოსწავლის პირად კომპიუტერში აღნიშნული ინტერნეტთამაშის კვალი არ მოიძებნა.

გაუჩინარებიდან რამდენიმე თვით ადრე, გოგი დოლიძის "ფეისბუკგვერდზე" გაჩნდა ჩანაწერები სიკვდილის თაობაზე. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაუჩინარებული მოსწავლის ძებნიდან მეხუთე დღეს ოჯახს სამართალდამცავები თბილისდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ სავარაუდოდ, გაუჩინერებული ნაპოვნიაო. ბიჭის მამა სასწრაფოდ ქობულეთიდან დედაქალაქში გაემგზავრა, თუმცა ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. გაუჩინარეული მოსწავლის მამა დედაქალაქიდან შინ შვილის გარეშე დაბრუნდა.

თეონა დოლიძე, გოგის და:

- ჩვენს ოჯახს ისეთი მძიმე დღეები უდგას, შეუძლებელია, ჩვენი ტკივილის გადმოცემა. ამის მიუხედავად, მინდა, ვთხოვო ყველას, ჩემი ძმის დაკარგვასთან დაკავშირებით დაუზუსტებელს ნურაფერს დაწერს, - ყველგან დაიწერა, რომ თითქოს გაუჩინარების წინ ოჯახის წევრები გოგის ეკამათნენ, არადა არანაირი კამათი არ ყოფილა. უბრალოდ, მამამ შენიშვნა ცოტა მკაცრად მისცა, - გოგის სოფელში მეგობრები ჰყავს, რომელთაც ერთ საღამოს ქეიფი გადაწყვიტეს, გოგიც მათთან იყო და რადგან სმას არ არის მიჩვეული, ზედმეტი მოუვიდა. ამის გამო წაიქცა და სახით დაეცა. ცხადია, სახე დაეკაწრა, რის გამოც მამამ უსაყვედურა, - უკვე იმ ასაკში ხარ, ზომა ყველაფერში უნდა იცოდე, განსაკუთრებით დალევისასო. მაგრამ რომელი მამა არ ეტყვის ამას შვილს?! სკოლაშიც მამამ გაუშვა, - გოგის დაჩხაპნილი სახის გამო კომპლექსი ჰქონდა, მაგრამ მამა არ მოეშვა, ამისთვის სკოლის გაცდენა არ ღირსო. ჩემმა ძმამაც აიღო ჩანთა და წავიდა, მაგრამ თურმე სკოლის ნაცვლად ქობულეთისკენ მიმავალ სამარშრუტოში ჩაჯდა.... განაგრძეთ კითხვა

"სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე... ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს ვემშვიდობები დიდი ტკივილით" - რას წერს ლევან რატიანი

"ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი" - ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მომავალში ადამიანებს, რომლებმაც Covid 19-ის მსუბუქი ფორმა გადაიტანეს

"კატეს" შეუძლია გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისა და ლეიკემიის რისკი" - რას წერს ზურაბ გურული?