რეალურად, სად არის გადაღებული უხამსი საახალწლო განათებები, რომელიც მთელს "ფეისბუქს" ბათუმში ეგონა

რეალურად, სად არის გადაღებული უხამსი საახალწლო განათებები, რომელიც მთელს "ფეისბუქს" ბათუმში ეგონა

პალმებზე შემოხვეული საახალწლო განათებების ფოტომ ორი დღეა სრულიად "ფეისბუქი" მოიცვა. ნათურები ისეა შემოხვეული პალმის ხეებზე, რომ მნახველს უხამს ასოციაციებს უჩენს...

ფოტო მინაწერით - "ბათუმი, ვერ გევიგე?!" ქართველმა ინტერნეტმომხმარებლებმა აქტიურად აიტაცეს, რადგან ის ყველას ბათუმში გადაღებული ეგონა. კომენტარებიც შესაბამისი მოჰყვა: "ბათუმი რა კარგად გაუნათებიათ, ნატაშების მოსაზიდად არის ეტყობა"; "თბილისში ცაც ლურჯია, მზეც, ბალახიც და ანძაც... ბათუმმა ამასობაში ...იები დარგო?"; "ძეგლები დაიდგეს?"; "ბათუმში ნაძვის ხე რაღაც სხვა ეგონათ?" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში.

თუმცა, სინამდვილეში ეს ფოტო სულაც არ არის გადაღებული ბათუმში - კადრში ერთ-ერთი იტალიური ქალაქის საახალწლო განათებაა ასახული, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია.

როგორც ბრიტანული The Sun წერს, ეს იმის მტკიცებულებაა, თუ რატომ არ უნდა გაანათო პალმები საახალწლო ნათურებით. გამოცემის ინფორმაციით, ფოტო იტალიის პატარა ქალაქ ჩივიტანოვა მარკეშია გადაღებული. კადრი ამერიკელმა მოდელმა ამანდა ცერნიმ გადაიღო და "ტვიტერის" პირად გვერდზე განათავსა, სწორედ ამის შემდეგ ლამის მთელმა მსოფლიომ გაიგო პატარა იტალიური ქალაქის შესახებ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს