გიორგი სიგუა - კვირიკაშვილმა ფრაზის "სექსი პლაჟზე" გამო პოსტიდან გამათავისუფლა, დღეს კი პარლამენტში თვითონ იგინებოდა

გიორგი სიგუა - კვირიკაშვილმა ფრაზის "სექსი პლაჟზე" გამო პოსტიდან გამათავისუფლა, დღეს კი პარლამენტში თვითონ იგინებოდა

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მუსიკალური ფესტივალის GEM fest-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება, რა დროსაც გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

"სამი წლის წინ მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა , გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას საჯაროდ ბოდიში მოიხადა ჩემს მიერ ნათქვამი ფრაზის "სექსი პლაჟზეს" გამო და სამსახურიდან გამათავისუფლა (ტურიზმის დეპარტამენტის უფროსობიდან) "თანამდებობის პირისთვის შეუფერებელი საქციელის" გამო.

დღეს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, პარლამენტის წევრს დედის ყველაფერი აგინა პირდაპირ ეთერში თან კეთილების მოტ...ით დაემუქრა.

განა რამე ისე გამახსენდა...." - წერს გიორგი სიგუა "ფეისბუქზე".

ხმაურიანი დაპირისპირება გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მოხდა.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს "უნამუსო" და "კორუმპირებული" უწოდა. მოგვიანებით გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს