ფოტოები დიდუბიდან: როგორ დააზიანა მოსახლეობამ ახლად გაკეთებული სკვერი

ფოტოები დიდუბიდან: როგორ დააზიანა მოსახლეობამ ახლად გაკეთებული სკვერი

ინტერნეტმომხმარებელი სალომე პაშტიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის ერთ-ერთ სკვერში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს გამწვანებული, ყვავილებითა და ფერადი დიზაინით გაფორმებული დასასვენებელი სკვერი, რომელიც გაკეთებიდან რამდენიმე დღეში მოსახლეობამ დააზიანა:

"ეს სილამაზეები დიდუბის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას გაუკეთა. სამწუხაროდ, ჩვენთან განსხვავებულს და ლამაზს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან. ეს იმათმა გააკეთეს ვისაც ყველასთან და ყველაფრის მიმართ აქვს პრეტენზია, საკუთარი თავის გარდა. იმედია ოდესმე შეიცვლება ჩვენი აზროვნება და საერთო ქონებას ისე მოვეპყრობით, როგორც საკუთარს" - წერს სალომე პაშტიანი და ფეისბუქზე ფოტოებს ავრცელებს.

2016 წლის განმავლობაში დიდუბის რაიონის გამგეობამ 8 ახალი სკვერი მოაწყო, რომლებზეც ათობით ათასი ლარი დაიხარჯა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს