როგორ მოიქცნენ ქართველი მორაგბეები, რომლებმაც 1500 ლარი იპოვეს - ემოციური ფოტოამბავი გოგა ჩანადირისგან

როგორ მოიქცნენ ქართველი მორაგბეები, რომლებმაც 1500 ლარი იპოვეს - ემოციური ფოტოამბავი გოგა ჩანადირისგან

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი "ფეისბუქზე" ქართველი მორაგბეების შესახებ ემოციურ ისტორიას აქვეყნებს:

"ხომ ვამბობდი, რომ თბილისში პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ? აგერ, ამ საღამოს რაგბის კლუბ "ლოკომოტივის" მორაგბეებმა აბანოთუბანთან საფულე იპოვნეს, სადაც 1500 ლარი და პირადობა იდო.

მათ პატრონის მოსაძებნად საფულე პატრულს გადასცეს. მოხუცი კაცი ცოტა ხანში გამოჩნდა კიდეც და თვალებს არ უჯერებდა, რომ საკუთარი საფულე ნახა. აი, ეს პატიოსანი ბიჭები, რომლებსაც ფოტოს გადაღება არ სურდათ და დიდი თხოვნის შემდეგ გადავუღე:

ფარნავაზ გასვიანი

დაჩი კოპაძე

ლევან დარასელია

გიორგი აფციაური

ზვიად მაისურაძე

ერიკ ღვინჯილია

დიდი მადლობა მათ

გოგა ჩანადირი-ს ფოტო.

გოგა ჩანადირი-ს ფოტო" - წერს ჩანადირი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს