"არაფრის აღარ მჯერა ამ ქვეყანაში!..." - რას წერს ოთო აბესაძის შეყვარებული "ფეისბუქზე"

"არაფრის აღარ მჯერა ამ ქვეყანაში!..." - რას წერს ოთო აბესაძის შეყვარებული "ფეისბუქზე"

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის შეყვარებული დეა აფციაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"არაფრის აღარ მჯერა ამ ქვეყანაში!!! მჯერა მარტო ამ ბიჭის სიყვარულის, კაცობის და ადამიანობის !!!

საუკეთესო ბიჭი ხარ და არ გაქვს ცუდად ყოფნის უფლება! არცერთ კანონს და არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება, საფრთხე შეუქმნას შენს სიცოცხლეს !!!

ყველგან და ყოველთვის ვიქნები შენს გვერდით, თუნდაც ბევრი რკინის კარით შენგან შორს, ვიქნები ყოველთვის ყველაზე ახლოს შენთან და გავაკეთებ ყველაფერს შენი კარგად ყოფნისთვის. მჯერა მარტო ერთი სიმართლის! იმის, რომ შენ იმსახურებ თავისუფლებას !!!!!! ერთადერთი ოცნება მაქვს, გათენდეს ის დღე, როცა ეს ჯოჯოხეთი დამთავრება, ჩაგეხუტები ცოცხალს, ჯანმრთელს და ისევ გეტყვი, როგორ ძალიან მიყვარხარ..." - წერს დეა აფციაური.

ოთარ აბესაძე, რომელიც რამდენიმე თვეა პატიმრობაშია გუშინდელ სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, სადაც აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იყო საუბარი, თუმცა ის სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. სასამართლოდან პენიტენციურ დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ აბესაძე მალევე უმძიმეს მდგომარეობაში ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს