გიორგი მახარაძის ემოციური მიმართვა - "რითიც შემეძლება უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს ..."

გიორგი მახარაძის ემოციური მიმართვა - "რითიც შემეძლება უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს ..."

მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. მსახიობის მიმართვას სოციალურ ქსელში მისი ყოფილი შეყვარებული მარიამ ნადირაძე, ასევე მისი მეგობარი ბახვა ბრეგვაძე ავრცელებენ.

"პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ემიგრანტებს, იმ ადამიანებს ვისაც პირადად არ ვიცნობ მაგრამ გვერდში მიდგანან და თითოეულ ადამიანს ვინც მგულშემმატკვივრობს... მოკლედ ამ ეტაპზე ხალხის, მეგობრების და კოლეგების უდიდესი მონდომებით და მხარდაჭერით ის თანხა რაც საჭიროა თურქეთში წასასვლელად გროვდება, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას, შემდგომი ეტაპისთვის რა იქნება საჭირო და როგორ, ყველა დეტალს და ინფორმაციას პირადად მე მოგაწვდით სოციალური ქსელის დახმარებით.... ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს რომლებიც მზად არიან დახმარებისათვის და გვერდში დგომისთვის, თუმცა ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება მეტი დახმარება რადგან პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა თითქმის შეგროვდა.... კიდევ ერთხელ უუუუუდიდესი მადლობა თქვენ ყველას, ძალიან მაგრები ხართ, მიყვარხართ და ვამაყობ რომ ესეთი გვერდში დგომა შეგიძლიათ, მე ყველაფრით რითიც შემეძლება უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს და თანადგომას... წინასწარ გილოცავთ ყველას ახალ წელს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ მთეეეეელი გულით... P.S. ეს მადლობა მხოლოდ ამ ეტაპისთვის, გაცილებით დიდი მადლობა მაქვს თქვენთვის გადასახდელი".

გიორგი მახარაძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

ასევე დაგაინტერესებთ: "მე მამშვიდებს, მეუბნება ყველაფერი კარგად იქნებაო..." - მსახიობ გიორგი მახარაძის დედა შვილის მძიმე დიაგნოზზე

რას ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილი სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს