16:17 / 04-01-2018
"სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს" - რის გამო აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანი ქეთათო ჩარკვიანს
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟლიანი მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის მეუღლეს, ქეთათო ჩარკვიანს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აკრიტიკებს. კრიტიკის მიზეზი სახალწლო კონცერტზე ქეთათოს მიერ ირაკლი ჩარკვიანის რეპერტუარიდან შესრულებული სიმღერა გახდა.

"სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს. იმედია იუთუბს შემორჩება მეფე. ასე რომ სხვას ემღერა სასამართლოში წავიდოდა და მილიონს მოითხოვდა.
ფულის კეთება უნდა, რაც სულაც არაა ცუდი, მაგრამ წეწვა ირაკლის სახელით ტეხავს. როცა თავად არაფერი ღირებული შეგიქმნია, სხვისი შექმნილის ამ გზით განადგურება არ მოსულა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვანის კრიტიკას
კომენტარებში არაერთი ადამიანი იზიარებს.







ირაკლი ჩარკვიანის მეუღლემ, ქეთათო პოპიაშვილმა Youtube-ს 2017 წლის დეკემბერში საჩივრით მიმართა იმ არხთან დაკავშირებით, სადაც ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების უდიდესი ნაწილია განთავსებული, ასევე 90-იანი და 2000-იანი წლების ქართული მუსიკის უნიკალური არქივიც. Youtube-ის არხის მფლობელი ჯაბა შავიშვილია. ის მეექვსე წელია უცნობ ქართულ მუსიკას ტვირთავს და საზოგადოებას აცნობს. სწორედ მისი დამსახურებით მოისმინა მილიონობით ადამიანმა ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება. ქეთათო ჯაბა შავიშვილს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. თუ უახლოეს მომავალში ქეთათო სარჩელს არ გაიტანს, Youtube-ის არხი წაიშლება და 1000-ზე მეტი ქართული მუსიკაც გაქრება.

იხილეთ ვიდეო:
ქეთათოს ინტერპრეტაციით აჟღერებული ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს
23:41 / 07-01-2018
ნინო
1
მაპატიეთ, მაგრამ ამშემთხვევაში აბსოლუტურად ვეთანხმები ნანუკას. სრულ სიმართლეს წერს> მადლობა ნანუკა
გამოეხმაურე / 0 /
18:16 / 07-01-2018
სოფო
9
კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ არ ესმით საქართველოში საავტორო უფლებების ცნება.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
აქციის დასასრულს "რუსთავი 2"-ის თანმაშრომლები სრული შემადგენლობით სცენაზე ავიდნენ
"რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო…"
"მისმა სიმღერამ დამარწმუნა, რომ სმენა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა საინტერესო მუსიკას თუ დაწერდა, ვერ წარმოვიდგენდი"
ირაკლი ჩარკვიანი მეოცე საუკუნის 90-იანი წლების გამორჩეული მუსიკოსი იყო
"როცა ცუდად იყო, მაშინაც მიმყავდა ბუკინგემის სასახლეში"
იმ დღეს გია მირზაშვილს სადიპლომო ნაშრომის დაცვა ჰქონდა სამხატვრო აკადემიაში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49