"სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს" - რის გამო აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანი ქეთათო ჩარკვიანს

"სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს" - რის გამო აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანი ქეთათო ჩარკვიანს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟლიანი მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის მეუღლეს, ქეთათო ჩარკვიანს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აკრიტიკებს. კრიტიკის მიზეზი სახალწლო კონცერტზე ქეთათოს მიერ ირაკლი ჩარკვიანის რეპერტუარიდან შესრულებული სიმღერა გახდა.

"სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს. იმედია იუთუბს შემორჩება მეფე. ასე რომ სხვას ემღერა სასამართლოში წავიდოდა და მილიონს მოითხოვდა.

ფულის კეთება უნდა, რაც სულაც არაა ცუდი, მაგრამ წეწვა ირაკლის სახელით ტეხავს. როცა თავად არაფერი ღირებული შეგიქმნია, სხვისი შექმნილის ამ გზით განადგურება არ მოსულა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვანის კრიტიკას კომენტარებში არაერთი ადამიანი იზიარებს.

ირაკლი ჩარკვიანის მეუღლემ, ქეთათო პოპიაშვილმა Youtube-ს 2017 წლის დეკემბერში საჩივრით მიმართა იმ არხთან დაკავშირებით, სადაც ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების უდიდესი ნაწილია განთავსებული, ასევე 90-იანი და 2000-იანი წლების ქართული მუსიკის უნიკალური არქივიც. Youtube-ის არხის მფლობელი ჯაბა შავიშვილია. ის მეექვსე წელია უცნობ ქართულ მუსიკას ტვირთავს და საზოგადოებას აცნობს. სწორედ მისი დამსახურებით მოისმინა მილიონობით ადამიანმა ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება. ქეთათო ჯაბა შავიშვილს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. თუ უახლოეს მომავალში ქეთათო სარჩელს არ გაიტანს, Youtube-ის არხი წაიშლება და 1000-ზე მეტი ქართული მუსიკაც გაქრება.

იხილეთ ვიდეო: ქეთათოს ინტერპრეტაციით აჟღერებული ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს